თეგებით ძიება
02. 11. 2020 COVID - 19

უელსში კორონავირუსის ახალ ტესტზე მუშაობენ, რომელიც შედეგს წამებში აჩვენებს

კომპანია Imspex-ი კორონავირუსის ახალ ტესტზე მუშაობს, რომელიც შედეგს წამებში აჩვენებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტექნოლოგია ახლა შემოწმების პირველ ეტაპს წარმატებით გადის. კვლევები აჩვენებს, რომ სუნთქვის ანალიზით, ტესტს COVID-19-ის სხვა ინფექციებისგან განსხვავება პრაქტიკულად დაუყოვნებლივ შეუძლია.

კომპანიაში, რომლის სათაო ოფისიც უელსშია განთავსებული, აცხადებენ, რომ სათანადო დაფინანსების მოძიების შემთხვევაში, მოწყობილობა სავარაუდოდ 6 თვეში იქნება მზად. თავდაპირველად ეს ტექნოლოგია ფილტვის კიბოსა და ბაქტერიული და ვირუსული რესპირატორული დაავადებების განსასხვავებლად შეიქმნა, თუმცა პანდემიის პირობებში კომპანიაში კორონავირუსის დიაგნოსტიკაზე გადაწყვიტეს ფოკუსირება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა