მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში - "ოცნება" ოპოზიციის დამკვირვებლებს ოქმებზე ხელის მოწერას აიძულებს
მორიგი დაპირისპირება მარნეულში - მმართველი ძალა ოპოზიციის დამკვირვებლებს გაყალბებულ ოქმებზე ხელის მოწერას აიძულებს.
ენმ "ქართული ოცნების" მხრიდან შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს.
"ნაციონალური მოძრაობისა" და "ოცნების" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუიპირისპირდნენ.
მარნეულში ენმ-ს წარმომადგენლების თქმით, "ოცნებამ" ერთ-ერთ უბანზე 200 ხმა მიიმატა, ხოლო ერთერთი უბნის ოქმის შედეგი ამ დრომდე არ არის.
"ყველა უბანზე ჩაყარეს ბიულეტინები მოსაგებად, შედეგად ოქმების ბალანსი არ დგება, დღეს აპირებენ შესწორება გააკეთონ სადაც წააგეს, ჩვენ წარმომადგენლებს მუქარით შანტაჟით და ზეწოლით ურეკავენ რომ - "რას გიზამთ თუ არ მოხვალთ იმისათვის რომ ხელახლა შევქმნათ ოქმი", ამბობს "ენმ"-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევი.
წყარო:newposts.ge