თეგებით ძიება

3 ნოემბრის ასტოლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის 3 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
მთელ დღეს მუშაობაში გაატარებთ. ხვდებით, რომ სამსახურის გამო, საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ აღარ გრჩებათ და ეს ძალიან ცუდია. ეცადეთ, ცოტაოდენი დრო მაინც გამონახოთ და მოდუნდეთ, ეს სიტუაციას განმუხტავს. ამ დღეს ვერავინ შეძლებს იმედები გაგიცრუოთ, რადგან იცით როგორ შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და მართოთ სიტუაცია. იქნებ ბოლოს და ბოლოს მიხვდეთ ფულის მნიშვნელობას, რადგან თანხის უდიდესი ნაწილი უსარგებლო ნივთების შეძენაში გაფლანგეთ. ყურადღებით იყავით.

კურო
ამ დღეს საკუთარი ფინანსების მართვის ახალ საშუალებას იპოვით ან ამ მიმართულებით რაღაც მნიშვნელოვანს გააკეთებთ, რაც დიდი ხნით გაგაბედნიერებთ.
მთელი დღის მანძილზე რომელიღაც პრობლემის მოგვარებას ცდილობთ, რასაც ბოლოს და ბოლოს, საღამოს შეძლებთ.
შინაგანად მზად ხართ, რომ გამოწვევა მიიღოთ და ამ დღის თავსატეხი ამოხსნათ. დარწმუნებული ხართ, რომ სიტუაციას აკონტროლებთ, მაგრამ ამ დღის მოვლენები თქვერნს რწმენას შეარყევს.

ტყუპები
ხელსაყრელი თანამშრომლობის შედეგად, შემოქმედებითი იდეები გეწვევათ. შინაგანად მზად ხართ, რომ თქვენსა და ახლობელ ადამიანს შორის წარმოქმნილი პრობლემები მოაგვაროთ. პატივი ეცით სხვა ადამიანების სურვილებს და კონფლიქტს თავიდან აიცილებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი იმპულსურმა ქცევა თქვენი მეორე ნახევრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ვითარება უკეთესი იქნება თუ უარესი. ყურადღება მიაქციეთ ასევე საკუთარ ჯანმრთელობას.

კირჩხიბი
ხალისიან განწყობაზე ხართ და ყველა თქვენს სიახლოვეს ყოფნას ცდილობს. სასიხარულო ამბავი, რომელსაც მეგობრისგან შეიტყობთ, დადებითი ენერგიით აგავსებთ. საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ - იცით, რა გინდათ და როგორ შეიძლება ამის მიღწევა. პირად ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები გაიძულებთ, რომ საკუთარ ქცევაში რაღაცეები შეცვალოთ. კარგი იქნება თუ თავისუფალ დროს, ახლობელ ადამიანთან ერთად, სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ.

ლომი
დამღლელი დღეა, თუმცა იმაზე მოტივირებულად და ბედნიერად გრძნობთ თავს, ვიდრე ოდესმე და მზად ხართ, ყველა პრობლემა გადაჭრათ. მთელ ენერგიას მუშაობაზე დახარჯავთ და დღის ბოლოს, საყვარელი ადამიანის გვერდით სიმშვიდეს იპოვით.

ქალწული
ამ დღეს იმაზე რეალისტურად აზროვნებთ, ვიდრე ოდესმე. სირთულეებს ადვილად გაუმკლავდებით და ინიციატივას საკუთარხელში აიღებთ. მიჰყევით საკუთარ ფიქრებს და გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. ამ დღეს არავისი აზრი არ გაინტერესებთ. თავს კომფორტულად გრძნობთ და სხვა ყველაფერი თქვენთვის უმნიშვნელოა.
დღის უმეტეს ნაწილს ფინანსური საკითხების მოგვარებას დაუთმობთ და საქმეს წარმატებით გაუმკლავდებით.

სასწორი
მზად ხართ საკუთარი ემოციები დაივიწყოთ და რეალისტურად აზროვნება დაიწყოთ. ეცადეთ ყურადღება მოიკრიბოთ - ეს მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ უფროსობამთელ იმედებსთქვენზე ამყარებს, ამიტომ ეცადეთ, რომ სამუშაო დროულად დაასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები გელით. ოჯახის წევრებთან კამათმა შეიძლება ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანოთ. გირჩევთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სწრაფად მოაგვაროთ.

მორიელი
ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული რჩევები საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.
ახლობელ ადამიანთან ერთად უამრავი გეგმა გაქვთ, რაც პირდაპირ თუ ირიბად, ფინანსებს ეხება. სამსახურში დაძაბული მუშაობა მოგიწევთ, რომ საქმეს გაუმკლავდეთ და სახლში დროულად დაბრუნება მოახერხოთ. ოჯახშიმოსალოდნელია უსიამოვნო საუბარი, რომელიც თქვენ არ გეხებათ, თუმცა ხასიათს აუცილებლად გაგიფუჭებთ.

მშვილდოსანი
უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს შესრულება გიწევთ, თუმცა მოთმინებისა და შრომისმოყვარეობის დახმარებით ყველაფერს დროულად გაუმკლავდებით. კარგადშესრულებული სამუშაოს გამო, ღირსეულად დასაჩუქრდებით. როცა რაღაცით უკმაყოფილო ხართ, შეიძლება უხეშიც გახდეთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და მალე დამშვიდდებით. გირჩევთ ამ დღეს უსარგებლო დისკუსიებს და კამათს ერიდოთ.

თხის რქა
ეცადეთ დაწყებული პროექტების დროულად დასრულება დაგეგმოთ, რადგან ეს ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ აჩქარდებით, გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და საკუთარი შანსები კარგად აწონ-დაწონეთ. ამ დღეს მხიასსრულების დრო არ გაქვთ, რადგან პრიორიტეტი მუშაობაა.
თხის რქებო, ეცადეთ საკუთარი დრო რაციონალურად გაანაწილოთ - ეს მხოლოდ დღევანდელ დღეს არ ეხება.

მერწყული
წარმატებული დღეა. იღბალი თქვენს მხარეზეა. ახლობელი ადამიანები დიდი ხანია, არ გინახავთ და ამით ძალიან უკმაყოფილოები არიან. იქნებ გამონახოთ დრო და მოინახულოთ. ხშირად დათმობებზე წასვლა გიწევთ და იქნებ დღესაც იგივე გააკეთოთ და საკუთარი თავი ოჯახს მიუძღვნათ, რომელსაც თქვენი ყურადღება აკლია. მშვიდად დასვენებას მხოლოდ საღამოს შეძლებთ.

თევზები
გრძნობთ, რომ იმ ადამიანთან დაბრუნება გსურთ, რომელიც ერთ დროს გიყვარდათ, თუმცა არ იცით ისიც იგივეს გრძნობს თქვენს მიმართ თუ არა. გირჩევთ, ნახოთ ეს ადამიანი და დაელაპარაკოთ, რომ მიხვდეთ რას გრძნობს ის თქვენს მიმართ. ამჟამადყველაზე მეტად მორალური და ფინანსური მხარდაჭერა გესაჭიროებათ. ბოლოდროინდელი პრობლემები გაიძულებთ, რომ მათზე მთელი დღე იფიქროთ, მაგრამ მათ გადაჭრასთან ახლოს ხართ. თანაც კარგი პერსპექტივით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა