თეგებით ძიება
03. 11. 2020 COVID - 19

ბოლო 24 საათში COVID 19-ის ახალი 1 943 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 833 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 28 633.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 362-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 293 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 236-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა