რა ღირს ნომერი სასტუმროში სადაც ქეთა თოფურია ბიზნესმენ საქმროსთან ერთად ისვენებს?
ქეთა თოფურიას ორსულობა რუსულ შოუ-ბიზნესში ყველამ იცის, მაგრამ არავინ იმჩნევს.
ქეთა მეორე შვილს 35 წლის დიპლომატისგან ლევ დენგოვისგან ელოდება. ორსულობის მიუხედად, წყვილი დუბაიში გაემგზავრა და უძვირეს სასტუმროში Jumeirah Al Naseem-ში ისვენებს.
სასტუმრო ხუთვარსკვლავიანი ერთი საღამის გატარება ,საშუალოდ, ერთ ადამიანზე 1800 ლარი ღირს.
7 თვის ორსული ქეთა თოფურიას ფოტოები სწორედ მზიანი კურორტიდან გავრცელდა პირველად. მომღერალი და დიპლომატი ვაჟს ელოდებიან.
ქეთა თოფურია ლევ დენგოვს ერთი წელია ხვდება, ის უკვე დაინიშნა კიდეც. ლევ დენგოვი ბელორუსია, წარსულში მღეროდა და მის ბოი ბენდს ერთი ჰიტიც კი ჰქონდა. დენგოვის ნამდვილი სახელი და გვარი პაველ გუზბენდია. თუმცა როცა ბიზნესში წავიდა, სახელი შეიცვალა, ბიზნესის პარალელურად ის დიპლომატიურ საქმიანობასაც ეწევა.
წყარო:newposts.ge