თეგებით ძიება
03. 11. 2020 COVID - 19

ღია სივრცეში პირბადის არგამოყენებაზე ხვალიდან ფულადი ჯარიმა იმოქმედებს

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მოქალაქეები, რომლებიც ღია სივრცეში პირბადეს არ გამოიყენებენ, დაჯარიმდებიან.

მისივე თქმით, ეს რეგულაცია ხვალიდან ამოქმედდება. ჯარიმა 20 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

„ღია სივრცეში პირბადეების ტარებაზე იმოქმედებს ისეთივე სანქცია და რეგულაცია, როგორც ეს არის დახურულ სივრცეში – ეს რის 20 ლარი. შეგახსენებთ, რომ ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ ჩვენ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა