თეგებით ძიება
03. 11. 2020 COVID - 19

ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება, კეთილი ინებეთ და დაიცავით წესები - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირიან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და შეკრებები კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წყარო გახდა.

მისი თქმით, პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს, რეგულაციები კი რომელიც არსებობს, მოსახლეობამ უნდა დაიცვას.

“იმ აქციებზეც, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნდა დავიცვათ წესები. ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება. ვირუსისთვის ყველა ერთი და იგივეა. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს და გააჩერებს ამ ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ ყველამ, დავიცვათ ის წესი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბრიდან ეპივითარებიდან გამომდინარე, პირბადეების ტარება დახურული სივრცეების გარდა, ღია სივრცეშიც აუცილებელი იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა