თეგებით ძიება

გამოთვალეთ საკუთარი რიცხვი და გაიგეთ, როგორი მეოჯახე ხართ

როგორი დიასახლისი ხართ და რამდენად მოგწონთ საოჯახო საქმეების კეთება, ოჯახში ფუსფუსი თქვენთვის მოვალეობაა თუ სიამოვნება, მზად ხართ თუ არა, ოჯახის გამო მსხვერპლის გაღებისთვის? - ამ კითხვებზე პასუხს ნუმეროლოგიის დახმარებით შეიტყობთ.

დასაწყისისთვის, შეკრიბეთ დაბადების დღის აღმნიშვნელი რიცხვები. მაგალითად, თუ 27 -ში დაიბადეთ, თქვენი რიცხვი არის 9 - (2+7).

1. „ერთიანისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ სახლში სტერილური სისუფთავე და სიმყუდროვე იყოს, მაგრამ ურჩევნია, რომ ყველაფერი მარტო თავად არ აკეთოს. თუ შესაძლებლობა აქვს, ასეთ ქალს ოჯახში დამხმარე აჰყავს და მის საქმიანობას მკაცრად აკონტროლებს. მისთვის შედეგი მნიშვნელოვანია, თუმცა როგორ ახერხებს სახლში იდეალური სისუფთავისა და სიმყუდროვის მიღწევას, საიდუმლოდ ინახავს.

2. „ორიანები“ კარგი მეოჯახეები არიან. მათთვის ყველაზე მთავარი ოჯახში სიმყუდროვე და კომფორტი. ამ ტიპის ქალებს სახლში ბევრი მცენარეები და ხშირად, შინაური ცხოველებიც ჰყავთ. ისინი გემრიელ საკვებს ამზადებენ და სახლში ფუსფუსი სიამოვნებას ანიჭებთ. თუ შესაძლებლობა მიეცათ, ოჯახში გაცილებით მეტ დროს გაატარებენ, ვიდრე სამსახურში.

3. „სამიანები“ იმპულსური დიასახლისები არიან და ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა ახასიათებთ. ამ ტიპის ქალები შემოქმედებითი ადამიანები არიან. შეუძლიათ სახლში ქაოსი და არეულობა ჰქონდეთ ან სტუმრების მოსვლის წინ ყველაფერი სარკესავით გააკრიალონ და სუფთა სახლის ყურებით დატკბნენ. ვიღაცისთვის ეს ქაოსია, „სამიანისთვის“ კი ჩვეული მდგომარეობა. არც თუ იშვიათად, ამ ტიპის ქალებს კერვა და ქსოვა იტაცებთ.

4. „ოთხიანისთვის“ მთავარია, რომ ყველა ნივთი თავის ადგილზე იყოს. ის სადილის სუნელებს ერთნაირ ქილებში ინახავს და ლამაზ წარწერებს უკეთებს. ამ ტიპის ქალისთვის სილამაზეზე მნიშვნელოვანი წესრიგია, რომ ნივთების ძებნა არასოდეს მოუწიოს.

გამოთვალეთ საკუთარი რიცხვი და გაიგეთ, როგორი მეოჯახე ხართ


5. ხუთიანი სრული ქაოსია. გამორიცხული არაა, რომ სახლი სუფთა და მოწესრიგებული ჰქონდეთ, მაგრამ ოჯახური საქმეების ორგანიზებას ქაოსურად ახდენენ. „ხუთიანს“ შეუძლია სახლის დალაგებასთან ერთად, ნამცხვარი აცხოს და ტელეფონზე, მეგობარს ეჭორაოს.

6. ჩვეულებრივ, „ექვსიანებს“ უყვართ, როცა სადილს თავად აკეთებენ და საერთოდ, ოჯახში ყველაფერი მათი ხელით კეთდება. თავად აცხობს, თავად კერავს, ალაგებს და ეს სიამოვნებას ანიჭებს. ამ ტიპის ქალებს სახლში ყოფნა განსაკუთრებულად უყვართ და აღმერთებენ, როცა მათი საქმიანობა სახლის გარეთაც სიმყუდროვეს და კეთილმოწყობას უკავშირდება. „ექვსიანებისთვის“ სახლი ძალაა, რომელსაც ახალგამომცხვარი ღვეზელის, გემრიელი წვნიანის და სითბოს სუნი ასდის.

7. „შვიდიანისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ სახლში ჰქონდეს საკუთარი კუთხე, სადაც განმარტოვებას შეძლებს. რაც შეეხება ოჯახურ საქმეებს, გააჩნია როგორ გამოვა. დიახ, მას ყველაფრის კეთება შეუძლია, დიახ, სისუფთავესა და სიმყუდროვეში ცხოვრება სურს, მაგრამ ოჯახური საქმეების კეთება სიამოვნებას არ ანიჭებს. ამ ტიპის ქალი მტვრის წმენდისა და ზეწრების გაუთავებისგან ბედნიერებას არ განიცდის.

8. „რვიანის“ საყიდლებზე გაშვება სახიფათოა, რადგან შეიძლება სახლში ნახევარი მაღაზია მოიტანოს - რაც შეიძლება ბევრი და მრავალფეროვანი. ამ ტიპის ქალს გლობალური და მასშტაბური აზროვნება აქვს და სურს, რომ მისი სახლი სხვებზე უფრო ლამაზი და მდიდრული იყოს, მისი კერძი კი სხვა დიახლისის კერძებზე გემრიელი.

9. „ცხრიანებს“ სახლში აბსოლუტურად ყველაფრის კეთება შეუძლიათ, მაგრამ ეს სიამოვნებას არ ანიჭებთ. ისინი კარგი დიასახლისები არიან, მაგრამ თავიანთ შესაძლებლობებს გაცილებით ფართოდ და მრავალმხრივად განიხილავენ. ამ ტიპის ქალებისთვის ოჯახი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ოთხ კედელში ჯდომას და ოჯახისთვის თავის მსხვერპლად გაღებას არ აპირებენ. მინიმალიზმის მოყვარულ „ცხრიანებს“ უსარგებლო ნივთების თავიდან მოშორება და სივრცის გათავისუფლება უყვართ. პატარა ქილები, ლამაზი ყუთები და ხელსახოცები მათთვის უინტერესოა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა