4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 4 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
მოვლენებით დატვირეთული და რთული დღეა, რადგან ყველა საქმე, რომელსაც დაიწყებთ, ისეთ წინააღმდეგობას შეეჯახება, რომელსაც ვერ გადალახავთ. ამ დღეს მიზანს ერთი დიდი ნაბიჯით მიუახლოვდებით, მაგრამ შემდეგ უკან ორი ნაბიჯით დაიხევთ და მიხვდებით, რომ არავითარი პროგრესისთვის არ მიგიღწევიათ. ეს კარგი გაკვეთილია, რომ უკეთ ორგანიზებული გახდეთ, რადგან ახალი საქმე ისე დაიწყეთ, რომ სააკუთარი შესაძლებლობები არ გათვალეთ.
კურო
ამ დღეს თქვენი მიზანია ყოველდღიურობა სიახლეებით გაამდიდროთ, მაგრამ თუ ხვდებით, რომ თქვენი გეგმები ახალს ვერაფერს მიგიტანთ, სხვა მიმართულებაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ. დიახ, ამჟამად უძრაობის ეტაპზე ხართ, მაგრამ განსხვავებულ ხედვას თუ ისწავლით, უამრავ ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენთ.
ტყუპები
თუ სიმართლის მოყვარული ხართ, ეცადეთ ნებისმიერ ფასად მოიპოვოთ. ადამიანების უსამართლობამ სამართლიანობისთვის მებრძოლად გაქციათ, ამიტომ გიჭირთ მშვიდად უყუროთ, როგორ დაუმსახურებლად ისაკუთრებენ სხვების ნაშრომს. ნუ შეშინდებით, იბრძოლეთ, რომ სიმართლეს ფარდა ახადოთ და გამარჯვება მოიპოვოთ. გახსოვდეთ, რომ მატყუარა ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ ვალდებული არ ხართ ასეთების სიახლოვე აიტანოთ.
კირჩხიბი
თუ შანსს არ გამოიყენებთ, რომელიც დღეს მოგეცემათ, მოგვიანებით ძალიან ინანებთ, რომ წარმატებაზე უარი თქვით. შესაძლოა, გეშინიათ, რომ სცადოთ, გარისკოთ და შესალებლობა გამოიყენოთ, მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ, შესაძლოა, წარმატების შანსი აღარასოდეს მოგეცეთ. დიდხანს ნუ იფიქრებთ და მიზეზებს ნუ ეძებთ, ეცადეთ ახლავე იმოქმედოთ.
ლომი
ადამიანები იმ ენერგიის გამო გაფასებენ, რომელსაც ურთიერთობებში დებთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები - სავარაუდოდ, თქვენი ოცნების ადამიანს შეხვდებით. საყვარელი ადამიანი თქვენი ცხოვრების მთავარი მოტივატორი გახდება. ყველაფერი, რასაც ამ დღეს გააკეთებთ, საყვარელი ადამიანების კეთილდღეობის სურვილით არის ნაკარნახები და როცა მათ სახეზე ბედნიერ ღიმილს ხედავთ, ნებისმიერ გმირობაზე ხართ წამსვლელი.
ქალწული
არსებობს სიტუაციები, როცა წასვლა გიწევთ, თუმცა დარჩენა გსურთ, თანხმდებით, როცა ამის გაკეთება არ გინდათ. არის მომენტები, როცა ადამიანებს არ ეთანხმებით, მაგრამ არჩევანი არ გაქვთ. როცა რაღაცის გაკეთება არ გსურთ და მსხვერპლის გაღება გიწევთ, შეხედეთ ამას როგორც ფასს, რომელიც თქვენი გადასახდელია. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და არ ინერვიულოთ - საბოლოოდ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.
სასწორი
ენდეთ საკუთარ ინტუიციას და წინასწარმეტყველურ ნიჭს, თუნდაც მისი არსებობის არ გჯეროდეთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ასეთი ძალა ნამდვილად გაქვთ და ეცადეთ ის საკუთარ თავში აღმოაჩინოთ.
მორიელი
თქვენი საყვარელი ადამიანი უგუნებოდაა. მისი გამხიარულების ყველა მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის, ამიტომ უბრალოდ, თავი დაანებეთ. განწყობა გადამდებია, ამიტომ დღის ბოლოს თავადაც პესიმიზმი და იმედგაცრუება დაგეუფლებათ, რაც სხვა დროს არ გახასიათებთ. საყვარელი ადამიანის ქცევა მოსვენებას არ გაძლევთ, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. ეს თქვენს ურთიერთობაში მცირე შეფერხებაა და სხვა არაფერი
მშვილდოსანი
თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შემცირებულია, ამიტომ რაღაც დროით უნდა შეჩერდეთ, სანამ თავს ისევ მხნედ არ იგრძნობთ. მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავეთ, რადგან ამჟამად სწრაფად მოქმედების რესურსი არ გაქვთ. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება და უბრალოდ, მოდუნდით.
თხის რქა
თქვენი კეთილდღეობა პროფესიულ წინსვლაზეა დამოკიდებული, თუმცა დეპრესიული განწყობა მოტავაციაში ხელს გიშლით. გამიორიცხული არ არის, რომ კოლეგამ, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გაკავშირებთ, იმედები გაგიცრუოთ. ფრთხილად იმოქმედეთ - სამსახურში მოსალოდნელია პრობლემები. ამჟამად ბალანსის აღდგენასა და ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას ვერ ახერხებთ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
მერწყული
წარმატების მისაღწევად სწორ გზას ადგახართ და ამაყობთ, რომ ყველაფერს საკუთარი ძალით მიაღწიეთ, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოთ და ფინიშთან მისული არ უნდა მოდუნდეთ. ნუ იქნებით წარმატებაში დარწმუნებული, სანამ საბოლოო წერტილს არ დასვამთ. რა თქმა უნდა, ამჟამად ყველაფერი შესანიშნავადაა, მაგრამ რა მოხდება თუ რაღაც მნიშვნელოვანი გაგეპარათ? მეტი წინდახედულება გმართებთდა სანერვიულო არაფერი გექნებათ.
თევზები
ეცადეთ, არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან ბრძოლაში სიმართლის დასამტკიცებლად მეტი ინფორმაცია და მტკიცებულება მოიპოვოთ. მოთმინება მოიკრიბეთ და სამართლიანობის აღდგენას შეძლებთ და დაიბრუნებთ ყველაფერს, რაც თქვენ გეკუთვნით. ნუ დანებდებით!