ეკონომიკის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისთვის, მინისტრი რამდენიმე დღეა თვითიზოლაციაში იყო გადასული.