დღეიდან პირბადის ტარება უკვე ღია სივრცეშიც სავალდებულოა
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა - ამის შესახებ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება გახდა, რის შედეგადაც გაიზარდა როგორც ინფიცირებულების, ისე გარდაცვლილთა რიცხვი.
ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა ისჯება ფულადი ჯარიმით და მისი თანხა 20 ლარით განისაზღვრა.
წყარო:newposts.ge