თეგებით ძიება

დაღუპული მოზარდი - გურჯაანში მომხდარი ავარიის ფაქტზე სამართალდამცველი დააკავეს

გურჯაანის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი საზარელი ავარიის ფაქტზე, რომელსაც 14 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 8 წლის გოგონა მძიმედ დაშავდა, პროკურატურამ თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. დააკავა.
უწყების ინფორმაციით, მოპედს, რომელსაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე 14 წლის მოზარდი მართავდა, დაკავებული რ.მ. ავტომობილით შეეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი და, რომელიც მასთან ერთად იჯდა მოპედზე, მძიმედ დაშავდა. 8 წლის გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა