თეგებით ძიება
04. 11. 2020 COVID - 19

ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს COVID-19 ჰქონდა და არჩევნების დღეს უბანზე იმყოფებოდა - ელენე ხოშტარია

"ევროპული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა არჩევნების დღეს უბანზე მაინც იმყოფებოდა:
"ვაკის სალქო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლადაშვილს 24 ოქტომბერს დაუდასტურდა კოვიდი.
25 ოქტომბერს ოლქში ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები.
31 ოქტომბერს თამაზ ფოლადაშვილი შევიდა უბნებზე და კომისიის წევრებს ეხმარებოდა ოქმების შევსებაში" - წერს ხოშტარია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა