საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 537ადამიანი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა.