კოვიდინფექციით გარდაცვლილი 19 პაციენტიდან ყველაზე მეტი აჭარას ეკუთვნის
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი პაციენტებიდან 2 თბილისში მკურნალობდა, ხოლო 9 - აჭარაში, დანარჩენი განაწილება კი ასეთია:
"სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა" - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
წყარო:newposts.ge