თეგებით ძიება

რატომ იმატებენ თვითიზოლაციის დროს ადამიანები წონაში?

პანდემია და მის გამო დაწესებული თვითიზოლაციის რეჟიმი თავისთავად, სტრესულ ფაქტორად ითვლება, რომელიც ფიზიკური აქტიურობის კლებას იწვევს.

ამის გარდა, ოთხ კედელში გამოკეტილი ადამიანები უფრო მეტს და უფრო ხშირად მიირთმევენ.

საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის (Ifop) კვლევის თანახმად, პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის დროს ფრანგების 57% -მა წონაში მოიმატა.

კვლევის შედეგების თანახმად, თვითიზოლაციის შედეგად ფრანგმა ქალებმა წონაში 2,3 კგ. მოიმატეს, ხოლო მამაკაცებმა უფრო მეტი - 2,7 კგ.

მკვლევარები ამას იმით ხსნიან, რომ ქალი მამაკაცზე მეტად ცდილობს წონა ნებისმიერ ვითარებაში გააკონტროლოს.

წონის მომატებამ კვლევაში მონაწილე ქალების 61% სერიოზულად დაამწუხრა, მამაკაცებში კი ეს მაჩვენებელი 47% შეადგენს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ წონის მატება დიდ ოჯახებში მეტად შეიმჩნევა.

„მათ შორის, ვინც კარანტინის დროს ოთხ ან მეტ ადამიანთან ერთად ცხოვრობს, წონის მატება 64% აღენიშნება, როცა მარტოხელა ადამიანებში ეს მაჩვენებელი 53% შეადგენს“ - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ფრანსუა კრაუსი.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ თვითიზოლაციის შემდეგ, გამოკითხული ფრანგების 14% წონა იგივე დარჩა, რაც პანდემიამდე იყო. 29% კი ამტკიცებს, რომ თვითიზოლაციის დროს წონაში დაიკლო. აქედან მესამედი თვითიზოლაციის დროს სრულიად მარტო ცხოვრობდა, ხოლო 43% საშუალება ჰქონდა, რომ სპორტით ყოველდღიურად დაკავებულიყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა