ეს საინტერესოა - როგორ აისახება ჩვენი ფიქრები და ემოციები ჩვენს ჯანმრთელობაზე?!
სწავლულები მიდიან დასკვნამდე, რომ ყველა დაავადების მიზეზი ჩვენს გონებაში ბუდობს.
ადამიანები ქვეცნობიერი შიშების გამო ავადმყოფობენ. ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, ჩვენი ჩახშული ემოციების, განდევნილი აზრების, შიშების მატერიალიზაციაა მხოლოდ, მისი ფიზიკური გამოვლინება.
სხეული სულიერი მდგომარეობის ანარეკლია, მისი სარკე და მკურნალობაც მხოლოდ სულიერ დონეზე ხდება შესაძლებელი. თუკი ადამიანი სიყვარულს ვერ გრძნობს, ეჭვი ეპარება იმაში, რომ უყვართ, იმუნიტეტი უსუსტდება.
ყველაფერი ძალიან ადრეული ასაკიდან იწყება. ჯერ კიდევ ორსული დედის აზრებს შეუძლიათ ბავშვის ფსიქიკაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინონ.
ზოგიერთი ავადმყოფობის ფსიქოლოგიურ მიზეზებს შემოგთავაზებთ, რადგან მათი გაცნობიერება, ამ ავადმყოფობებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ:
სიმსივნე – დაგროვილი წყენებია, შეუხორცებელი იარები. უსიხარულობა. სული დაღლილია და სხეულიც ამ დაღლას პასუხობს – უჯრედები კვდომას იწყებენ. სასქესო ორგანოების სიმსივნეები უჩნდებათ იმათ, ვინც ქვეცნობიერ დონეზე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე არიან გაბოროტებულნი.
რაც შეეხება საშვილოსნოს, მკერდის კიბოს – ეს დედობის ქვეცნობიერი შიშია.
სიმსუქნე – შიში და გარემო ფაქტორებისგან დაუცველობის შეგრძნებაა. განუხორციელებელ მიზნებზე დარდი, საკუთარი თავის სიბრალული იმის გამო, რომ სიყვარული აკლია. შეიძლება მშობლების მიმართ დაგროვილი ბრაზიც კი მატერიალიზდეს ამ ფორმით, თუკი წონის მომატება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია.
კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები – ადამიანს არ სურს იმ მოვლენების მიღება, რაც მის ირგვლივ ხდება/ ძუნწობა, სიღატაკე, სიღარიბის შიში, შური
მსხვილი ნაწლავი – კომფორტის ზონაში ჩაკეტვა, ცვლილებების შიში, სტაბილურობისაკენ გადამეტებული სწრაფვა, სიჯიუტე, უმოქმედობა, ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა.
წვრილი ნაწლავი/ კისტა – მოქმედების შიში, მხოლოდ სხვების გავლენის ქვეშ მოქმედება.
მეტეორიზმი – სიხარბე.
ბუასილი – შიში რომ ვერ გაართმევ თავს პრობლემებს.
უმადობა – სიახლეების შიში
ალერგია – საკუთარი შესაძლებლობებზე უარის თქმაა.
გრიპი – ნეგატიურ გარემოზე რეაქცია.
გაციება – გაღიზიანება, ნევროზი.
კენჭები – ვინმესადმი მტრული დამოკიდებულება, გამოუთქმელი პრეტენზიები.
პირის ღრუ – ეძებეთ ახალი იდეები, გაიხსენით ახალი შაბეჭდილებებისთვის, ეცადეთ სხვა კუთხიდან შეხედოთ იმას, რაც გგონიათ რომ იცით.
კბილების პრობლემები – მერყეობა, გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა.
კბილები და ღრძილები – აგრესიის ჩახშობა იმის შიშით, რომ სიყვარულს და აღიარებას დაკარგავთ. იყავით გულწრფელი, ეცადეთ აგრესია კი არ ჩაკლათ შემოქმედებით ენერგიად აქციოთ. შეიყვარეთ საკუთარი თავი და სხვები.
კბილების ღრჭიალი ღამით – გაუცნობიერებელი აგრესია.
ქვები კბილებზე – გადაუწყვეტელი პრობლემები. გააცნობიერე და გადაწყვიტე.
ფილტვები – შიში, რომ არ მოგისმენენ, ვერ გაგიგებენ, შინაგანი შეზღუდვები.
ხველა – რაღაცისგან გათავისუფლების სურვილი. ამ დროს ენერგეტიკული წმენდა მიმდინარეობს.
ყელი – ბავშვებში ეს მშობლების კონფლიქტებზე რეაქციაა. ზრდასრულ ასაკში კი მაშინ ხდება, როცა ადამიანი თავს იკავებს რაღაცის თქმისგან, "ყლაპავს“ სათქმელს.
პანკრეასი/ შაქარი, დაბალი იმუნიტეტი – ძალაუფლებისკენ გადამეტებული სწრაფვა, ყველაფრის გაკონტროლების სურვილი, წყენა, უკმაყოფილება.
ნერვული სისტემა, ფსიქიკური პრობლემები – სამყაროს გაკვეთილების მიღებაზე უარის გაცხადება. ფსიქიკური პრობლემები შინაგანი კონფლიქტისას ყველაზე ხშირია, როცა ადამიანს რეალობის მიღება უჭირს, ცდილობს თავი მოიტყუოს, სიმართლისთვის თვალის გასწორება არ სურს. კონფლიქტია სურვილებსა და საჭიროებებს შორის, გონებასა და გრძნობებს შორის და ა.შ.
უძილობა – გადაუჭრელი პრობლემები, შიშები, რომელსაც გაურბიხართ. ქვეცნობიერი გაიძულებთ ამ ყველაფერზე დაფიქრდეთ და დაძინების საშუალებას არ გაძლევთ.
გული – სიხარულის ნაკლებობა, სიყვარულის გამოხატვის შიში, ემოციების ჩახშობა. შესაძლოა იყოს დანაშაულის შეგრძნებაც. დარდი, რომლითაც ვერაფერს ცვლით.
ინფარქტი/ ინსულტი – ბოღმა, დაგროვილი წყენა და ბრაზი. ეს იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც მთელ ცხოვრებას ომში ატარებენ, მიზნის მიღწევისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელნი, ახშობენ ემოციებს. სტატისტიკურად, ინფარქტი და ინსულტი მამაკაცებში უფრო ხშირია, რადგან ისინი საკუთარ თავს ტირილის უფლებას არ აძლევენ, თუმცა ქალებიც მალავენ ხშირად ამას. გამოიტანეთ ყველაფერი გარეთ!
დამბლა – ბედით უკმაყოფილება.
შარდის ბუშტი/ ცისტიტი/ ინფექციები – სექსუალური ემოციების შეზღუდვა.
თირკმელები/ ნეფრიტი/ ხერხემლის ტკივილი/ეპილეფსია/ კრუნჩხვები – გარემოსთან უსიამოვნებები, გარემოთი უკმაყოფილება, მისი საკუთარ ჭკუაზე გადაკეთების სურვილი, უწესრიგობის შიში.
ხერხემალი – დასაყრდენის არ ქონა. გამრუდება ემართებათ იმ ბავშვებს, რომელთაც, როგორც წესი სუსტი, უნებისყოფო მამა ყავთ.
პერიკარდიტი (ტკივილები მკერდის არეში) სექსუალური სიახლოვის შიში.
დიაბეტი – სიყვარულის არ მიღება, დაბლოკვა. ადამიანებზე განაწყენება. ცხოვრებით ტკბობის უუნარობა.
ნაღვლის ბუშტი (მხრები, სახე, მხედველობა) – საყვარელი ადამიანის გაგების, მისთვის პატიების უუნარობა.
ღვიძლი/სასქესო ორგანოები – საკუთარი ნეგატიური აზრების და ქმედებების გამართლების მცდელობა, დარწმუნებულობა იმაში, რომ აქვს საფუძველი იყოს ნაწყენი და გაბრაზებული, გაბოროტება.