5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 5 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ვერძებო, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება თქვენს ნათელ გონებას გენიალურ იდეას აჩუქებს. პლანეტები გირჩევენ, რომ არ აჩქარდეთ. საქმის დასრულებას ისედაც მოასწრებთ, ასე რომ ძალები დაზოგეთ.
კურო
კუროებო, თქვენი ყინულოვანი ამპარტავნება უკვე უადგილოა. ბოლოს და ბოლოს მიეცით გვერდით მყოფ ადამიანს უფლება, რომ უყვარდეთ და თქვენზე იზრუნოს. თქვენმა სიჩუმემ შეიძლება ახლობელ ადამიანებს გული ატკინოს. გამორიცხული არ არის, რომ საკუთასრი თავის შესახებ რაღაც ისიამოვნო ამბავი გაიგოთ.
ტყუპები
შესაძლოა, ამ დღეს საშუალება მოგეცეთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები 100%-ით გამოავლინოთ, რაც გარშემო მყოფებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. ეცადეთ თავდაჯერებიდან თვითკმაყოფილებაში არ გადაეშვათ. გაითვალისწინეთ, რომ უსარგებლო ფიქრები მხოლოდ საქმეს მოგწყვიტავთ და დაგაზარალებთ.
კირჩხიბი
დილიდან ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ და ეცადეთ, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოთ. თუ გული რაღაცის გაკეთებას გთხოვთ, გააკეთეთ, თორემ შეიძლება მერე დიდხანს ინანოთ. ცოდნის მიღებისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ გონება დაასვენოთ და სწავლა სხვა დროისთვის გადაიტანოთ.
ლომი
უთხარით საკუთარ თავს, რომ შეძლებთ, იმიტომ, რომ ნამდვილად ასე იქნება. გირჩევთ თავისუფალი დრო გამონახოთ, რომ სატელეფონო კონტაქტებიდან უსარგებლო ადამიანები წაშალოთ. ვიღაც ცდილობს, რომ პირფერობით თავი მოგაწონოთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ ანკესს წამოეგებით.
ქალწული
დიდი ხანია სიყვარულზე ოცნებობთ და ამ დღემ შესაძლოა, ეს გრძნობა გაჩუქოთ. სიმამაცე მოიკრიფეთ და თქვით ის, რისი თქმაცდიდი ხანია, გინდათ. რაც შეეხება საქმეებს, ეს დღე პარტნიორული ურთიერთობებისა და ბიზნეს-პროექტების დაწყებისთვის არახელსაყრელია. უმჯობესია, ცოტა მოიცადოთ.
სასწორი
შესაძლოა, მეგობარს დაეხმაროთ, რომელიც თქვენს დახმარებას ღირსეულად დააფასებს. გირჩევთ მთელი დღე საათს თვალი არ მოაშოროთ, რადგან შეიძლება დააგვიანოთ იქ, სადაც დაგვიანება არ შეიძლება. კარგი იქნება თუ ეგოიზმს დაძლევთ.
მორიელი
სტუმრად მიწვევაზე უარს ნუ იტყვით. კარგი იქნება თუ დაურეკავთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია თქვენს ზარს ელის. მორიელებო, ბოლოს და ბოლოს დაასრულეთ არაფრისმომცემი თვითგვემა და ცხოვრება გააგრძელეთ.
მშვილდოსანი
დაუჯერებელია, მაგრამ მშვილდოსნების სპონტანური და სრულიად დაუჯერებელი იდეა გარშემო მყოფების მხარდაჭერას დაიმსახურებს. მძძიმე დრო გიდგათ, მაგრამ გაიხსენეთ თქვენი ოცნება და ცრემლები მოიწმინდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლი თქვენს პრობლემებს არ მოაგვარებს, პირიქით, ახალ პრობლემებს შეგიქმნით.
თხის რქა
შესაძლოა, ამ დრეს ვიღაც უცნობმა ადამიანმა თქვენი თვითშეფასება აამაღლოს. მოსალოდნელია ახალი, საინტერესო ნაცნობობა. თავი შეიკავეთ იმ ადგილების მონახულებისგან. სადაც ადრე არ ყოფილხართ.
მერწყული
სიურპრიზი, რომელსაც საყვარელ ადამიანს უმზადებთ, ბედნიერების მეცხრე ცამდე აგიყვანთ. ეცადეთ ვითარება აკონტროლოთ - ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რომელიღაც კონკურსში ან აქციაში მონაწილეობა მიიღოთ, რადგან გამარჯვება გელით. გირჩევთ ცოტაოდენი დრო საკუთარი სურვილებისთვისაც გამონახოთ. თავი შეიკავეთ გულახდილი საბრებისგან თუ გსურთ, რომ თქვენთის უსიამოვნო ამბავი არ გაიგოთ.