თეგებით ძიება

გრიპზე აცრისთვის რისკჯგუფებს თანხას სთხოვენ - გამყრელიძის საგანგებო განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს გრიპზე აცრის დროს თანხას სთხოვენ, რაც გამყრელიძის თქმით, დაუშვებელია.
ასევე,NCDC-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აცრის პროცესს, როგორც ვაქცინას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

"მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულებები სთხოვენ ჩვენს მოქალაქეებს ფორმის გახსნაში, ექიმის კონსულტაციაში. ეს ყველაფერი საყოველთაო ჯანდაცვით ან შესაბამისი სადაზღვევო პროგრამებით ფინანსდება. დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოსხთოვოს მოქალაქეს თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ რისკჯგუფებში შემავალი ადამიანების გრიპზე აცრე უკვე დაიწყო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა