ფრთხილად იყავით, მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში - მედიკოსი კოლეგებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ,განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
4 ნოემბრის მონაცემებით, მედპერსონალში covid-19-ით ინფიცირების 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიკოსი თავის კოლეგებს მოუწოდებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ყველა რეკომენდაცია მკაცრად დაიცვან.
"მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, რომ უფრო მეტი სიფრთხილით იყვნენ, რადგან ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში. დღეს დილით გვქონდა 209 შემთხვევა. ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი, ეს ხდება ყველა ქვეყანაში. პროცენტულად ჩვენთან ჯერჯერობით 6%-ზე მეტი არ არის სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი, რაც არ არის მაღალი, მაგრამ თითოეული დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალი გარკვეული დროის განმავლობაში აკლდება ისევ და ისევ ავადმყოფთა მოვლას. ამიტომ, ჩვენმა კოლეგებმა მეტად უნდა დაიცვან ინფექციის პრევენციის ყველა ის ღონისძიება, რაც რეკომენდირებულია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო:newposts.ge