ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 289 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 33 459.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 401-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3160 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4489 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2446-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი.