ნაღმი ლოგინში - რა არის კანის ტკიპა და როგორ გავთავისუფლდეთ მისგან?
თუ აკნეს გამწვავება შენიშნეთ ან ამ დაავადებას დიდი ხანია ებრძვით, გირჩევთ კანქვეშა ტკიპის არსებობაზე გამოკვლევა ჩაიტაროთ.
დემოდეკოზი (კანქვეშა ტკიპა) - ძალიან გავრცელებული და საკმაოდ სერიოზული დაავადება, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება, თუმცა საგანგაშო არაფერია.
დამტკიცებულია, რომ ზრდასრული, ჯანმრთელი მოსახლეობის 97% ამ პარაზიტის მატარებელია, თუმცა დაავადება ყოველთვის არ ვითარდება. სახეზე დემოდეკოზი, წესისამებრ, თან დათანობით ვითარდება. თავდაპირველად შესაძლოა გაჩნდეს ვარდისფერი ან მოწითალო ლაქები, რომლებიც მუწუკოვან გამონაყარში გადადის. ჩვეულებრივი გამონაყარისაგან განსხვავებით, მათ ძლიერი ქავილი ახასიათებს.
პირველ რიგში ეცადეთ პრობლემას გაუმკლავდეთ და თუ ვერ შეძელით, ისწავლეთ მასთან ერთად ცხოვრება.
გამომწვევი მიზეზი
როგორც ცნობილია, კანის მილიონობით მკვდარი უჯრედი, ყოველდღიურად ხვდება თეთრეულზე. სწორედ ამ უჯრედებით იკვებება ტკიპა. თუ ბალიში 10 წლის განმავლობაში არ გამოცვლილა, მისი წონის 10% შეიძლება მტვრის ტკიპა და კანის მკვდარი უჯრედები იყოს.
როცა კანთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში გაქვთ, ტკიპა მშვიდადაა და კანის მკვდარი უჯრედებით იკვებება, მაგრამ როცა კანის იმუნიტეტი ქვეითდება, ის ცხიმიანი და ფოროვანი ხდება. სწორედ ამ დროს კანის ტკიპა ღრმა ფენებში აღწევს და ანთებით პროცესებს იწვევს. ამ დროს ყველაზე მეტად შუბლისა და ლოყების მიდამოები ზარალდება - ჩნდება აკნე, ქავილისა და დისკომფორტის შეგრძნება.
გამოცდილი დერმატოლოგი რა თქმა უნდა, დემოდეკოზის ნიშნებს მაშინვე შენიშნავს, მაგრამ ანალიზების ჩატარება მაინც საჭიროა. სასურველია, რომ ანალიზების ჩატარებისა და წინა დღეს არ იბანაოთ და არ გამოიყენოთ კოსმეტიკა.
მკურნალობა
არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ თვითმკურნალობა. ამით ვითარებას მხოლოდ გაამწვავებთ და სახეზე ნაიარევები დაგრჩებათ. მკურნალობა მხოლოდ ექიმ-დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს. ამ დროს მხოლოდ გარე გამოყენების საშუალებებით ბრძოლა საკმარისი არაა. ანტიბაქტერიულ მალამოებთან ერთად საჭიროა იმუნიტეტის ამაღლება და ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენება. ცნობილია, რომ კანის ტკიპა დაბალ ტემპერატურაზე იღუპება, ამიტომ მკურნალობის დროს ხშირად გამოიყენება კრიოთერაპია (სიცივით მკურნალობა)
ტკიპის ზრდა-გამრავლებისთვის ყველაზე კომფორტული ტემპერატურაა 25-30 გრადუსია, ამიტომ დემოდეკოზი ყველაზე მეტად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხშირდება. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გააქტიურების შედეგად პარაზიტი უფრო სწრაფად იწყებს გამრავლებას და დაავადების პირველი ნიშნებიც იჩენს თავს, თუმცა ისიც შესაძლოა, სრულიად უსიმპტომოდ წარიმართოს.
როგორ ვისწავლოთ ცხოვრება პრობლემასთან ერთად?
თუ კანქვეშა ტკიპა აღმოგაჩნდათ, მოგიწევთ ყოველდღიური ჩვევების გადახედვა.
აუცილებელია პირადი ჰიგიენის ინდივიდუალური ნივთების (პირსახოცის, საწოლის თეთრეულის, საცვლების) ყოველდღიური დამუშავება. ჯობს, გამოვხარშოთ და დავაუთოოთ.
ისარგებლეთ მხოლოდ ერთჯერადი ქაღალდის პირსახოცით, რომ ინფექცია არ გაავრცელოთ.
შეცვალეთ ბუმბულის ბალიშები სინთიტიკურით. ბუმბულისგან განსხვავებით, კანის ტკიპას სინთეტიკურ ქსოვილებში არსებობა არ შეუძლია.
რაციონიდან ამოიღეთ შემწვარი, შებოლილი, მარილიანი, მწარე, ცხარე პროდუქტები, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი.
მოერიდეთ საუნისა და სოლარიუმის სტუმრობას.
მოერიდეთ მზეზე და ქარში დიდხანს ყოფნას.
უარი თქმით კოსმეტიკისა და ცხიმოვანი საცხების გამოყენებაზე. თუ მაკიაჟის გამოყენება აუცილებელია, არ დაგავიწყდეთ ფუნჯების გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ გარეცხვა.
თუ ექიმის ყველა მითითებას გაითვალისწინებთ და პირად ჰიგიენას ყურადღებას მიაქცევთ, კანის ტკიპა რამდენიმე თვეში გაქრება. მთავარია, თვითმკურნალობას არ შეუდგეთ და ექიმს დროულად მიმართოთ.