6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 6 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
სამუშაო დღე ძალიან სწრაფად ჩაივლის და კმაყოფილებით აგავსებთ. ახლა თქვენთვის ყველაზე სასარგებლო განმარტოვებაა და ფიქრია. ამ დღეს მავნე ჩვევები, რომლებისგანაც ვერაფრით გათავისუფლდით ჯანმრთელობის პრობლემებს შეგიქმნით.
კურო
თუ შანსი მოგეცათ, რომ რაღაც ახალი მოსინჯოთ, უკან არ დაიხიოთ. ყველაფრისთვის მზად ხართ, რომ თავი რაც შეიძლება სწრაფად მოიწესრიგოთ და მხიარულ წვეულებაზე გაემგზავროთ. ამ დღეს საქმიანი ურთიერთობისთვის მზად არ ხართ, ამიტომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სხვა დროისთვის გადადეთ, რომ კარგი პარტნიორები არ დაკარგოთ.
ტყუპები
შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ შინაური ცხოველი შეიძინოთ, რომელიც თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომელიც თქვენს გვერდითაა. შესაძლოა, ბრაზი ისეთ ადამიანზე იყაროთ, ვინც მოცემულ სიტუაციასთან არავითარ კავშირში არაა.
კირჩხიბი
ამ დღეს ყველაფერი ისე ხდება, როგორც ინატრებდით - შესანიშნავი დილა, მხიარული სამუშაო დღე და მშვიდი საღამო. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ საკუთარ თავს გართობისა და დასვენების უფლება მისცეთ.
ლომი
ამ დღეს სამუშაო მომავლისთვის მშვენიერ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ. ბედისგან საჩუქრებს ნუ ელით და თავად იმოქმედეთ. გაითვალისწინეთ, რომ თუ შანსი ხელიდან გაუშვით, ასეთი შესაძძლებლობა დიდხანს აღარ მოგეცემათ.
ქალწული
შესანიშნავი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. სავარაუდოდ, საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შესრულებს, თუმცა დადებითს თუ უარყოფითს, ჯერჯერობით უცნობია. თუ გსურთ, რომ ნერვული უჯრედები გადაარჩინოთ, უბრალოდ სახლში დარჩით.
სასწორი
ამ დღეს სამსახურთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე, მაგალითად გასაუბრება ან კონსურსი შესანიშნავად ჩაივლის. გირჩევთ უარი არ უთხრათ ადამიანს, რომელიც დახმარებისთვის მოგმართავთ. ეცადეთ ემოციები დაიცხროთ და აგრესია დაიოკოთ, თორემ კონფლიქტს ვერ გადაურჩებით.
მორიელი
ამ დღეს შესაძლებლობა მოგეცემათ, რომელსაც ხელიდან თუ არ გაუშვებთ, კოლეგების პატივისცემას დაიმსახურებთ. მორიელებო, როცა მომავალთან დაკავშირებით სრული გაურკვევლობაა და ხვალინდელი დღის პერსპექტივას ვერ ხედავთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს იმდენ საქმეს გაუმკლავდებით, რომ საკუთარი შრომისუნარიანობით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. უყურადღებობის გამო შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ. ამ დღეს თმის შეჭრისგან თავი უნდა შეიკავოთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.
თხის რქა
ამ დღეს როგორც არასდროს, ისე ხართ დათმობისკენ განწყობილი, რითაც ოპონენტებსაც უზმოდ გააბედნიერებთ და პრობლემის გადაჭრის ამ გზით თავადაც კმაყოფილი დარჩებით. გამონახეთ დრო, რომ მიწეროთ იმას, ვისაც დიდი ხნის წინ დაპირდით, რომ მიწერდით. მეგობრის დახმარება თუ გადაწყვიტეთ, მზად იყავით, რომ საკუთარ პრობლემებს მთლიანად თქვენ გადმოგაბარებთ.
მერწყული
ამ დღეს თქვენი რჩევა და დახმარება ბევრს დაჭირდება, რაც სასიამოვნოდ გაგაოცებთ. მერწყულო, ძალიანაც რომ გინდოდეთ, ადამიანს ვერ მოკლავთ, მაშინ რა საჭიროა ამდენი უარყოფითი ენერგია? ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას ერიდეთ, თორემ ვერც ერთს დაასრულებთ.
თევზები
თევზებო, თუ რაღაც არ გამოგდით, ნუ მოიწყენთ უბრალოდ გადადეთ ეს საქმე ხვალამდე, ხოლო დღეს სხვა საქმით დაკავდით. გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა. დაე, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. შეიძლება ბევრ რამეზე უბრალოდ ხელი ჩაიქნიოთ.