თეგებით ძიება

როგორ ვიპოვოთ დაკარგული ნივთები ნუმეროლოგიის დახმარებით

ეს მეთოდი შეიძლება ძალიან ალოგიკური მოგვეჩვენოთ, მაგრამ საგნების დაკარგვაში ყოველთვის ცოტა ლოგიკაა.

იმისათვის, რომ დაადგინოთ დაკარგული ნივთის სავარაუდო კოორდინატები, მთელი რიგი თანმიმდევრული მათემატიკური მოქმედებები უნდა შეასრულოთ, რომელთა შედეგი დანაკარგის სავარაუდო კოორდინატები იქნება.

ცნობილია, რომ ჩვენი ქვეცნობიერი ყოველთვის და ყველაფერს აფიქსირებს. ცნობიერმა შეიძლება არ იცოდეს ან არ ახსოვდეს, მაგრამ ქვეცნობიერში ყველაფერი ინახება, რაც დაკარგვის მომენტში მოხდა. ეს შეიძლება იყოს დაცემის ხმა, სუნი ან თუნდაც ადამიანის გამოსახულება, რომელმაც ნივთი მოიპარა. მნიშვნელოვანია, გავაცოცხლოთ და ქვეცნობიერის სიღრმიდან ამოვიღოთ ეს ინფორმაცია.

დაკარგული ნივთების ძებნის ეს მეთოდი დიდი ხნის წინ ექსპერიმენტული მეთოდით შეიქმნა. დავუშვათ, რომ ნივთის დაკარგვა აღმოაჩინეთ და ეძებეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. მთელი სახლი გადააბრუნეთ და ყველა ჯიბე გასინჯეთ. წარმოდგენა არ გაქვთ, სად შეიძლება კიდევ ეძებოთ, არადა ნივთის დაკარგვის მხოლოდ 3 ვარიანტი არსებობს.

1. ნივთი შეიძლება დაეცეს და სადმე შეგორდეს ან რამეზე ჩამოეკიდოს.
2. თქვენ თვითონ დაგივარდათ ან ნივთი სხვა ადგილზე მოათავსეთ და არ გახსოვთ ეს როდის და როგორ მოხდა.
3. ეს ნივთი სხვა ადამიანმა აიღო.

როგორ მოვახერხოთ რიცხვების საშუალებით დაკარგული ნივთის ადგილმდებარეობის დადგენა? ამისთვის საჭიროა, თანმიმდევრული მოქმედებების განხორციელება და შედეგების ნახვა.

1. ჩამოწერეთ ცხრა რიცხვი, რომელიც თავში მოგივათ.
2. შეკრიბეთ ეს რიცხვები
3. მიღებულ რიცხვს დაუმატეთ 3

ზემოთ აღნიშნული მოქმედებები გაჩვენებთ ადგილს, სადაც დაკარგული უნდა ეძებოთ.

3 მინიმალური რიცხვია, რომელსაც ზემოთ აღნიშნული ქმედების შედეგად მიიღებთ. შესაბამისად, აქედან დავიწყოთ.


3. დანაკარგი საცხოვრებელ ზონაში არ არის. სავარაუდოდ, ის იმ საგნებს შორის იმყოფება, რომლებსაც გადაყრას უპირებთ. შეამოწმეთ ნაგვის ურნა.

4. დაკარგული ნივთი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა სხვა ადგილზე დადო, ამიტომ ყველა გამოკითხეთ.

5. კიდევ ერთხელ გასინჯეთ ტანსაცმლის ჯიბეები. დაკარგული ნივთი შესაძლოა სწორედ იქ იმყოფება.

6. დაკარგული ნივთი სავარაუდოდ, იმ ადგილის მახლობლადაა, სადაც ფეხსაცმელს ინახავთ.

7. სავარაუდოდ, სახლის დალაგების დროს ნივთს ადგილი შეუცვალეთ. ის ნამდვილად თქვენს სახლშია.

8. დაკარგული ნივთი სადღაც მაღლა, სწორ ზედაპირზე დევს და დამოუკიდებლად ვერ იპოვით.

9. დაკარგული ნივთი სავარაუდოდ, ბავშვების ოთახშია და სათამაშოებსა და ბავშვთა ტანსაცმელში უნდა ეძებოთ.

10. დაკარგული ნივთი სახლში, სამუშაო ზონაში იმყოფება. ეს შეიძლება სამუშაო ოთახი იყოს, სამზარეულო იყოს ან ყვავილებიანი ვერანდა.

11. დაკარგული ნივთი სავარაუდოდ, სახლის გარეთ იმყოფება და სადღაც წყლის მახლობლად დაგრჩათ.

12. ეძებეთ თქვენი სამუშაო ადგილის სიახლოვეს.

13. დაკარგული ნივთი ტანსაცმლის კარადაში უნდა მოძებნოთ.

14. დაკარგული ნივთი სახლის დერეფანში თუ არაა, შეეგუეთ, რომ ვეღარ იპოვით.

15. თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ, ნივთი მის სიახლოვეს ეძებეთ.

16. ოჯახის წევრებიდან ვიღაცამ ზუსტად იცის ნივთის ადგილსამყოფელი.

17. ეძებეთ დოკუმენტებთან და საქმიან ქაღალდებთან ახლოს.

18. კარგად დააკვირდით, ნივთი თქვენს სახლშია.

19. ჰკითხეთ მეზობლებს, სავარაუდოდ, ისინი შეძლებენ თქვენს დახმარებას.

20. ობიექტი დაეცა, შემთხვევით შემოვიდა იმ ადგილის გვერდით, სადაც ჩვეულებრივ იწვა.

21. მოგზაურობის წინ შეფუთულ ნივთებში.

22. შეამოწმეთ თაროები და კარადები.

23. სავარაუდოდ, დაკარგული ნივთი გასარეცად გამზადებულ ნივთებს შორისაა.

24. ნუ ეძებთ, ის თავისით გამოჩნდება.

25. ყურადღებით დააკვირდით. ნივთი ზუსტად იქაა, სადაც უნდა იყოს.
26. ნივთი სავარაუდოდ, თქვენი ოჯახის უფროსი წევრის შენახულია. ჰკითხეთ.

27. ნახეთ მანქანაში ან მანქანის მახლობლად, სავარაუდოდ დაკარგული ნივთი იქაა.

28. შეწყვიტეთ ძებნა. ვეღარ ნახავთ.

29. ნივთი მოიპარეს ან დაუკითხავად წაიღეს. ის თქვენს სახლში აღარაა.

30. ჰკითხეთ ბავშვებს ნივთის შესახებ, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მათგანმა იცის სად ეძებოთ.

31. ეძებეთ კოსმეტიკასა და პირადი ჰიგიენის ნივთებში

32. ნივთი სახლის დალაგების დროს დაიკარგა. თუ მეხსიერებას დაძაბავთ, აუცილებლად იპოვით.

33. ნივთი რომელიღაც ჯიბეშია.

34. დაკარგული ნივთი უნდა მოძებნოთ ცეცხლთან ახლოს. (ბუხარი, გაზქურა)

35. ნივთი თავად გადააადგილეთ როდესაც თავს იწესრიგებსით.

36. ცოტა დაიცადეთ და ნივთს ვიღაც დააბრუნებს.

37. ეძებეთ მაგიდების და დივნების ქვეშ.

38. ეძებეთ სამუშაო ნივთებს შორის.

39. თქვენს თვალწინაა, უბრალოდ სხვა ნივთები ეფარება.

40. დანაკარგი სავარაუდოდ, სადღაც ტანსაცმელს შორისაა და თავისთავად გამოჩნდება.

41. ფეხსაცმელთან ახლოს ან მათ შორისაა.

42. მოძებნეთ წყალის სიახლოვეს.

43. კარგად დააკვირდით ადგილს, სადაც ჩვეულებრივ დგას თქვენი მანქანა.

44. შეეცადეთ გაიხსენოთ მანქანით ბოლო მოგზაურობა, ამ მოგონებებმა, შესაძლოა, დაკარგულ ობიექტამდე მიგიყვანთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა