თეგებით ძიება

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი სასუნთქი აპარატი და საწოლი გვაქვს, მნიშვნელოვანია, რამდენი ექიმი გვყავს დღეს - ეკა ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის განცხადებით, კოვიდსიტუაციის მართვის კუთხით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ გაითვალისწინოს რეკომენდაციები და დაიცვან მითითებები, რადგან ბოლო პერიოდში ხშირად ხდება ამ ყველაფრის უგულვებელყოფა.

მინისტრის თქმით, აუცილებელია მოხდეს ექიმების გაფრთხილება და მათი რესურსის დაზოგვა.

"ექიმის დაინფიცირება არ ხდება მხოლოდ მის სამუშაო გარემოში. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ექიმი გახდეს განკიცხვის საგანი. მაშინ, როდესაც ის 24-საათიან მორიგეობას ასრულებს და ექიმების გადატვირთულობიდან გამომდინარე, გვაქვს შემთხვევები, როცა მათ უწევთ 2-3 მორიგეობის გადაბმა და როცა ადამიანი არის ამ რეჟიმში, შესაძლებელია მოხდეს მისი დაინფიცირება. გაზაფხულიდან ხშირად ვამბობდი, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი საწოლი და სასუნთქი აპარატი გვექნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენი ექიმი გვყავს დღეს და რამდენად შევძლებთ მათი რესურსის დაზოგვას. სწორედ ამ მიზნის შესრულებისთვის იყო მნიშვნელოვანი, გვყოლოდა დროში გარკვეული ინფიცირებულების რაოდებნობა და არ გვქონოდა სისტემის გადატვირთვა", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა