თეგებით ძიება

7 ნოემბრის ასტოლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის 7 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს ვერძის სიტყვებს ოჯახის წევრებიც, კოლეგებიც და მეგობრებიც ყურადღებით უსმენენ. თუ თქვენზე უფროსი ადამიანისგან რჩევა მიიღეთ, ყურადღებით მოისმინეთ და გაითვალისწინეთ. გადაწყვეტილების მიღებამდე „შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით", თორემ საქმეს გააფუჭებთ.

კურო
შესაფერისი დღეა იმაზე ფიქრისთვის თუ საქმიანობის რომელ სფეროში ხედავთ საკუთარ მომავალს. ეს დღე სავსეა ოცნებებით და ღრუბლებში ფრენით. ერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.

ტყუპები
ტყუპებო, დღეს შეგიძლიათ ყველასგან ყველაფერი მოითხოვოთ და აუცილებლად მიიღებთ. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც ამ დღეს ხალხი თქვენს შესახებ იტყვის და დასკვნები გამოიტანეთ. შესაძლოა, ოცნებებში გართულმა რეალურ ცხოვრებასთან კავშირი დაკარგოთ, მაგრამ ის მაინც ჩამოგხსნით ნიღბს.

კიბო
ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად, სიყვარულის ასახსნელად და სამომავლო გეგმებზე გულწრფელი საუბრებისთვის. ეცადეთ ზედმეტი არაფერი მოინდომოთ და რაც გაქვთ, იმას დაკმაყოფილდეთ. თავს ნუ მოიტყუებთ იმაზე ფიქრით, რომ დედამიწის ჭიპი ხართ.

ლომი
ლომებო, თქვენი ყველაზე თამამი სურვილების დღეა! გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო დრო არაა ფინანსური მაქინაციების ჩასატარებლად, განსაკუთრებით თუ ეს სხვისი ქონების მისაკუთრებას ეხება.

ქალწული
ამ დღეს ახლობელი ადამიანების ყურადღების ცენტრში ხართ, რომლებიც თქვენით ამაყობენ. ყურადღებით მოისმინეთ თხოვნა, რომელსაც დღეს მოისმენთ. ერიდეთ ვინმეზე თვალთვალს და მიყურადებას, რადგან ნანახი და მოსმენილი ბედნიერებას არ მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ ინფორმაციის სწორად გაგება ვერ შეძლოთ.

სასწორი
მეგობრები თქვენს ყოველდღიურობაში სასიამოვნო სიგიჟის განცდას მოიტანენ. თუ ცეკვისა და გართობის შესაძლებლობა მოგეცათ, უარს ნუ იტყვით. სურვილით იწვით, რომ ჯავრი ვინმეზე იყაროთ, მაგრამ ეს არასწორი იქნება.

მორიელი
შესანიშნავი დღეა ქორწინებისა და სხვა ოჯახური წვეულებებისთვის. შესაძლოა, რაღაც გარემოებამ თქვენს ამჟამინდელ გეგმებში კორექტივები შეიტანოს. თუ რჩევებს გაითვალისწინებთ, ეს დღე ყველაზე გართულების გარეშე ჩაივლის.

მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა გონებრივიმუშაობისა და ინდივიდუალური ამოცანების გადაჭრისთვის. ერიდეთ დაუფიქრებელ მოქმედებას. გამორიცხული არაა, ვიღაც ნაცნობმა კონფლიქტზე გამოგიწვიოთ.

თხის რქა
შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ უსარგებლო ნივთებისა და ურთიერთობებისგან გათავისუფლდეთ. არ ინერვიულო, მათ გარეშე უკეთ იქნებით. ნუ ეძებთ ჭეშმარიტებას ღვინოში, გაჩერდით, სანამ ფსკერამდე არ დაშვებულხართ. ამ დღეს სხვების პრობლოემების მიმართ უგრძნობი ხართ.

მერწყული
შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყარო აღმოაჩინოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანს დაეხმარებით ან პრაქტიკული რჩევა მისცემთ. ფრთხილად იყავით სპორტული ვარჯიშის დროს - მოსალოდნელია ტრამვა.

თევზები
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რაც ჰარმონიის გრძნობით აგავსებთ. ამ დღეს ხისტი და პირდაპირი ურთიერთობისკენ ხართ განწყობილი, რასაც შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ან უბრალოდ, გარშემომყოფებთან კონფლიქტი მოჰყვეს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან და საქმიან ქაღალდებთან მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა