თეგებით ძიება

როგორ შევარჩიოთ დამცავი თილისმა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ქვის შერჩევისას?

დამცავი თილისმა - მაგიური ნივთი, რომლის ფუნქცია მისი მფლობელის განსაცდელისგან დაცვა, მისთვის წარმატების მოტანა და განწყობის გაუმჯობესება გახლავთ.

ჩვენს რთულ დროში, უამრავი ადამიანი ცდილობს გამონახოს საშუალება, რომელიც განსაცდელისგან დაიცავს, პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება და ენერგიას შემატებს, როდესაც ადამიანი ფიზიკური და სულიერი გამოფიტვის პირასაა.

სწორედ ასეთ დროს ადამიანები დახმარებისთვის მაგიურ ნივთებს - თილისმებს მიმართავენ. ძალიან ხშირად ისინი თილისმად ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებს, აგრეთვე ლითონის ნაწარმს გამოიყენებენ.

მოდით განვიხილოთ, როგორ ამოვიცნოთ საკუთარი თილისმა, რომელიც ჩვენი დამცველის მისიას იკისრებს.

გაითვალისწინეთ, რომ თილისმისთვის ქვის შეძენამდე რამდენიმე პროცედურა უნდა ჩაატაროთ:

1. დაიკავეთ ქვა ან ქვიანი სამკაული ხელში. თუ სხეულში სითბოს, ფრენის და სიმსუბუქის განცდა იგრძენით, მაშინ ეს მინერალი თქვენთვის შესაფერისია.

2. სანამ დასაძინებლად დაწვებით, ქვა იდაყვის მოსახარში დაიმაგრეთ ისე, რომ შუაში მოხვდეს. თუ ღამით მსუბუქი, სასიამოვნო და ჰაეროვანი სიზმრები ნახეთ, შეგიძლიათ თილისმა უსაფრთხოდ ატაროთ. თუ პირიქით, კოშმარები გესიზმრათ, არჩევანი არასწორია. თუ სიზმარი საერთოდ არ გინახავთ, ქვას მეორე შანსი უნდა მისცეთ და რაღაც დროის შემდეგ ის თქვენი საიმედო დამცველი გახდება.

3. საკუთარი თილისმის სწორად ამოსაცნობად, შეეცადეთ დაიმახსოვროთ აზრები, რომლებიც გაღვიძებისას თავში მოგივათ. ეს საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ რომელ სფეროზეა პასუხისმგებელი თქვენი ქვა: კარიერაზე, სიყვარულზე თუ ოჯახურ ურთიერთობებზე.

4. თუ თილისმა რაიმე უბედურების თავიდან აცილებაში დაგეხმარათ, მიეცით დასვენების საშუალება და რამდენიმე დღის განმავლობაში რბილი ბამბის ქსოვილით დაფარულ ყუთში ჩადეთ.

გახსოვდეთ, რომ ზოგი მინერალი პატრონს ძალიან ძნელად ეჩვევა და მასთან კონტაქტის დამყარება ჭირს. ასეთ შემთხვევაში, უნდა დაადგინოთ ნამდვილად თქვენია თუ არა ეს თილისმა და რამდენიმე პროცედურა ჩაატაროთ:

დაიკავეთ ქვა ხელში, იატაკზე დაჯექით და სასიამოვნო მუსიკა ჩართეთ. შეეცადეთ თავი მძიმე და შემაშფოთებელი აზრებისგან გაათავისუფლოთ. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობის სასიამოვნო მომენტები: როგორ ცხოვრობდით მაშინ, რა გიხაროდათ.

წარმოიდგინეთ, რომ პატარა, ანკარა წყარო ხართ, რომელიც მწვანე ბალახებსა და პეპლებს შორის მიედინება და არემარეს სასიამოვნო სიგრილეს ანიჭებს. ბოლოს ეცადეთ, რომ თქვენს ხელში მყოფ ქვას შეერწყათ და მისი ნაწილი გახდეთ და თილისმასთან კონტაქტს დაამყარებთ.

და ბოლოს, თილისმის შერჩევის დროს უსმინეთ შინაგან ხმას და ის გიკარნახებთ როგორი უნდა იყოს თქვენი ერთგული მცველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა