თეგებით ძიება

მავნე ჩვევები, რომლებიც გახდომაში ხელს გიშლით

თუ წონის დაკლება გსურთ, უნდა გახსოვდეთ, რომ სწორი კვების გარდა, აუცილებლად უნდა დაიცვათ გარკვეული რეჟიმი. ამ მიმართულებით ადამიანები უამრავ შეცდომას უშვებენ, განსაკუთრებით კარანტინის პერიოდში, როცა სახლიდან, დისტანციური მუშაობა უწევთ.

ერთად ვნახოთ, რა შეცდომებს ვუშვებთ და შევეცადოთ თავიდან აცილებას:

1. იმაზე თუ როგორ იწყება დილა, დამოკიდებულია როგორ ჩაივლის მთელი დღე. თუ დიდხანს გძინავთ და გვიან იღვიძებთ, გახდომა გაგიჭირდებათ. ზრდასრული ადამიანისთვის ღამით 7-8 საათიანი ძილი სრულიად საკმარისია. უფრო მეტი ან ნაკლები ძილი ჯანსაღ ძილად ვერ ჩაითვლება, არაჯანსაღი ძილი კი წონის კლებაში აუცილებლად ხელს შეგიშლით.

2. ზოგი ადამიანი გვიან გაღვიძების შემდეგ არ საუზმობს. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საუზმის გამოტოვებამ შეიძლება დაღლილობისა და გაღიზიანების გრძნობა გამოიწვიოს, რაც მთელი დღის მანძილზე შეგაწუხებთ. გამოტოვებულ საუზმეს და მისგან გამოწვეულ შიმშილს ხშირად დიდი ოდენობით საკვების მიღება მოსდევს, რაც წონის დაკლებაში ვერ დაგეხმარებათ.

3. სწორი კვების გარდა, აუცილებელია დღის განმავლობაში მიიღოთ საკმარისი ოდენობით წყალი. როგორც ცნობილია, წყალი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, ეს კი წონის სწრაფად დაკლებაში გვეხმარება.

4. ცნობილი გამოთქმაა, რომ წონის კლებაში 70% წილი ეკუთვნის კვებას, ხოლო 30% ვარჯიშს. თუმცა კითხვა, თუ როგორ შეიძლება ვარჯიში უფრო აქტიურად გამოვიყენოთ წონის დასაკლებად და გავზარდოთ მისი თანამონაწილეობა, ძალიან აქტუალურია როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულებს შორის.

ძალიან ხშორად, განსაკუთრებით დისტანციური მუშაობის დროს, ადამიანები ფიზიკური აქტივობების შესახებ ივიწყებენ. მთელი დღე კომპიუტერთან, გაუნძრევლად ჯდომა ზურგისა და კისრის მიდამოებში ტკივილის მიზეზი ხდება და რა თქმა უნდა, წონის დაკლებაში ხელს გვიშლის. სპეციალისტები გივრჩევენ, რომ ყოველ დილას, სულ მცირე 20 წუთი დავუთმოთ ვარჯიშს, რაც მოხდენილი ფორმების მიღებაში დაგვეხმარება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა