თეგებით ძიება

ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები - ბადრი ჯაფარიძე

„ე.წ. არჩევნები, რომელიც ჩატარდა 31 ოქტომბერს მისი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას იმიტომ, რომ იქნა დამახინჯებული, არაფერს ვამბობ წინასაარჩევნო პროცვესზე. ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები. ძალადობა, მოსყიდვა, შანტაჟი, ყველაფერი, რაც თან ახლდა ამ არჩევნებს, ასევე ტოტალური გაყალბება არჩევნების დღეს ნიშნავს იმას, რომ ამ შედეგების საფუძველზე არჩეული პარლამენტი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ის ვერ იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ერთობის გზავნილი არის ის, რომ ერთად წარმოვადგენთ ქართველი ხალხის უმრავლესობას. იმ გაყალბებული შედეგების ფონზეც კი, ოპოზიციამ მიიღო ხმების უმრავლესობა. ამის უგულვებელყოფა ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ თავის თავს გამოუტანს განაჩენს იყოს იზოლირებული და ქვეყანა ღრმა კრიზისში შეიყვანოს.

ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და მზად ვართ ამ თემაზე ვაწარმოოთ დიალოგი მეორე მხარესთან.

თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის, ჩვენ პარლამენტის მანდატებზე უარს ვამბობთ. ჩვენი ამოცანა არ იყო პარლამენტში შესვლა, ჩვენი ამოცანა იყო გვემსახურა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის! \'\', - განაცხადა \'\'ლელო საქართველოსთვის\'\' გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა