თეგებით ძიება

მძღოლმა, რომელიც წალენჯიხაში, 9 წლის ბიჭს დაეჯახა, თვითდაზიანება მიიყენა, მისი მდგომარეობა მძიმეა

წალენჯიხაში, სოფელ საჩინოში ავტოავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით მიკროავტობუსი 9 წლის ბავშვს დაეჯახა, როდესაც ის დედასთან ერთად გზაზე გადადიოდა. დედას 2 ადგილას ფეხი აქვს მოტეხილი.

მძღოლმა მომხდარის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, მან მოსახვევში სიჩქარის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა. 

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა