"დროა, ოლიგარქ ივანიშვილის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს" - ფოტიგა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ პლატფორმა "X"-ზე წერს.
ფოტიგა აღნიშნავს, რომ სანდო ქართველი ექსპერტები მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ფულის რუსულ ფესვებზე მიუთითებენ, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან ივანიშვილთან, ან მისი ოჯახის წევრებთან.
როგორც ევროპარლამენტარი წერს, "დროა, ოლიგარქის [ივანიშვილის] წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს".