თეგებით ძიება

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს

„ქართული ოცნება“ თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას მართავს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ.

მანამდე რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართა. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. კიდევ ერთი მსვლელობა გაიმართა ბარათაშვილის ხიდიდან.

ოფიციალური გამოსვლების დაწყებამდე მუსიკოსებმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მუსიკალური ნომრები შესთავაზეს.

საარჩევნო ღონისძიებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა