18 წლის ბიჭი ორთვიანი კომიდან საყვარელი კერძის ხსენებაზე გამოვიდა
Taiwan News - ის ინფორმაციით, ტაივანში 18 წლის მამაკაცი ორთვიანი კომიდან საყვარელი საჭმლის ხსენებაზე გამოვიდა.
ჩიუ მოპედით სეირნობის დროს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა და კომაში ჩავარდა. ახალგაზრდა, რომელსაც ელენთა, ფილტვი და ღვიძლი ჰქონდა დაზიანებული, გონზე ექვსი ოპერაციის შემდეგაც ვერ მოვიდა და არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ერთი შემთხვევა რომ არა.
კომაში მყოფ ახალგაზრდას ოჯახის წევრები ერთი დღითაც არ ტოვებდნენ და გამუდმებით მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდნენ. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ჩიუს ძმამ გაიხუმრა, რომ მისი საყვარელი ქათმის ფილეს ჭამას აპირებს. ამ სიტყვების შემდეგ შენიშნეს, რომ ჩიუს პულსი გაუხშირდა და სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმას დაუბრუნდა.
რამდენიმე წუთში ახალგაზრდა გონზე მოვიდა და მალე საავადმყოფოდანაც გამოწერეს.