თეგებით ძიება
11. 11. 2020 COVID - 19

გერმანელი ვირუსოლოგების ახალი კვლევა - კორონავირუსი ზედაპირებიდან არ გადადის

გერმანელი მეცნიერების მიერ გაკეთებული კვლევის თანახმად, კორონავირუსი, ზედაპირებიდან არ გადადის. ის მხოლოდ სუნთქვით გადაედება.

კოვიდ-19-ზე კვლევა გერმანელი ვირუსოლოგის, ჰენრი კაშტრეკის მეცნიერთა ჯგუფმა გერმანიის ქალაქ ჰაინსბერგის დაინფიცირებულთა სახლებში ჩაატარა. ეს ის ქალაქია, სადაც პანდემიის დასაწყისში, ყველაზე მეტი დაინფიცირებული იყო. სახლებში შემოწმებულ ზედაპირებზე, ცოცხალი ვირუსი ვერსად აღმოაჩინეს.

ჩატარებული კვლევის საფუძველზე მეცნიერები ასკვნიან, რომ კოვიდ-19 სიცოცხლისუნარიანი ზედაპირებზე აღარ არის. ისინი მხოლოდ უსიცოცხლო მდგომარეობაში არიან კარის სახელურების, ლიფტის ღილაკების ზედაპირებზე, კიბის მოაჯირებზე. ამ კვლევის თანახმად არც კატები არიან მისი გადამტანნი.

პანდემიის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ კორონავირუსი ზედაპირებზე რამდენიმე დღე ცოცხლობდნენ, ისინი ტანსაცმელზეც აგრძელებდნენ არსებობას.

თავდაპირველად გაკეთებული კვლევების მიხედვით კოვიდ-19 ქა­ღალ­დის ზე­და­პი­რი­დან 3 სა­ათ­ში გაქ­რა. 2 დღე გაძ­ლო მან ხისა და ტან­საც­მლის ზე­და­პირ­ზე, 4 დღე მი­ნა­ზე და ქა­ღალ­დის ფულ­ზე იარსება. კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს – 7 დღე გაძ­ლო სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დის გარე ზე­და­პირ­ზე.

გერმანელი ვირუსოლოგების კვლევით კი ყველაფერი თავდაყრა დადგა. აღმოჩნდა, რომ ეს ვირუსი შესუნთქვით გადადის. მისი გადადების რისკი თავშეყრის ადგილებში, ხალხმრავალ ლოკაციებზე იზრდება – რესტორნებში, კლუბებში, სავაჭრო ქსელებში, სალონებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა