იცით თუ არა, რომ - 6 მიზეზი რატომ უნდა გეძინოთ მარცხენა გვერდზე
მძიმე და დამღლელი დღის შემდეგ, ლოგინში აღმოჩენა და მოდუნება მსოფლიოში საუკეთესო გრძნობაა. ღამის სამყარო და ძილი ყველაზე უმნიშვნელოვანესია თქვენი სხეულისა და გონების აღდგენისთვის.
ჯანმრთელი და საკმარისი ძილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას აგვარებს.
თუ მძინარე ადამიანებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ძილის სხვადასხვა პოზა არსებობს. ზოგ ადამიანს ზურგზე ძილი მოწონს, ზოგს ზიპქვე, ზოგს მარჯვენა, ზოგს კი მარცხენა მხარეს. ზოგი თავს კომფორტულად გრძნობს თუ ძილის დროს მთლიანად საბანში ეხვევა, ზოგს კი მხოლოდ ლოგინიც ყოფნის.
იცოდით რომ ძილის პოზა თქვენს ჯანმრთელობაზე მოქმედებს?
მაგალითად, მათთვის, ვისაც აწუხებს აპნოე და ასთმა აწუხებთ, ზურგზე ძილი ძალიან სარისკოა. ადამიანს, რომელიც გამუდმებით სხეულის მარჯვენა მხარეს წევს, ხშირად საჭმლის მონელების პრობლემები აქვს. სამაგიეროდ, მარცხენა მხარეს ძილის გვერდითი მოვლენები ჯერჯერობით, არავის აღმოუჩენია.
საჭმლის მონელების გაუმჯობესება
სანამ გძინავთ, ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები მიმდინარეობს, რომელთაგან ერთ – ერთი საჭმლის მონელებაა. სხეულის მარცხენა მხარეს წოლა საჭმლის ადვილად მონელებაში გვეხმარება. ამის გარდა, ის საშუალებას აძლევს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებები აითვისოს და ტოქსინები გამოყოს.
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევისა და გულის მუშაობას
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სხეულის მარცხენა მხარეს ძილი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გულის მუშაობას.
იდეალურია პოზაა ორსულებისთვის
მარცხენა მხარეს ძილი არა მარტო აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არამედ ამცირებს ზურგზე ზეწოლას, იცავს საშვილოსნოს და აუმჯობესებს საშვილოსნოში, თირკმელებსა და ნაყოფში სისხლის მიმოქცევას.
შეუძლია შეამციროს გულძმარვა
კვლევებმა დაადასტურეს, რომ მარცხენა მხარეზე ძილს შეუძლია ხელი შეუწყოს მჟავა რეფლუქსის სიმპტომების შემცირებას, რადგან კუჭიც მარცხენა მხარეს მდებარეობს.
შეუძლია ზურგის ტკივილის შემსუბუქება
მარცხენა გვერდზე ძილს შეუძლია ზურგის ტკივილის შემსუბუქება, ამიტომ ადამიანებმა, რომლებსაც ზურგის ქრონიკული ტკივილი აქვთ, მარცხენა გვერდზე დაძინება უნდა სცადონ. ეს პოზა ხერხემალზე ზეწოლა ამცირებს და კომფორტული ძილის შანსებს ზრდის
.
თუ მარცხენა მხარეს ძილი ცხოვრების წესად აქციეთ, მალე შეამჩნევთ, რომ დილას უფრო მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ თავს.