ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევას ინფორმაციით ავრცელებს. კოჩიევას განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 187 ადამიანს ჩაუტარდა და 46-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ცნობისთვისმ, დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ, კოვიდ 19-ით სულ 1 405 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 21 პირი დაიღუპა.
წყარო:newposts.ge