თეგებით ძიება
11. 11. 2020 COVID - 19

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულმა ვაქცინამ 92 %-იანი ეფექტურობა აჩვენა

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, SPUTNIK V-ის მესამე ფაზის კვლევების შედეგები რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა გამოაქვეყნა. მათი თქმით, გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინის ეფექტურობა შეადგენს 92 %-ს.

პრეპარატის პირველი დოზა უკვე მიიღო 20 000-ზე მეტმა მოხალისემ, 16 000-ზე მეტმა გაირა ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი და მეორე დოზა. სულ კვლევებში ჩართულია 40 000 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინის მომხმარებლებში არ გამოვლენილა უკურეაქციები, მხოლოდ მოკლევადიანი გვერდითი მოვლენები დაუფიქსირდათ ექსპერიმენტში მონაწილეთა ძალზე მცირე ნაწილს.

აღნიშნული ვაქცინის მონაცემების გამოქვეყნება იგეგმება ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის აზრით, SPUTNIK V საშუალებას იძლევა , დაიწყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი ვაქცინაცია კოვიდ 19-ისგან თავდასაცავად.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა