თეგებით ძიება
11. 11. 2020 COVID - 19

Covid19-თან გამკლავება მთელი ზამთარი მოგვიწევს - ანგელა მერკელი


გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეფასებით, კორონავირუსის მეორე ტალღა უფრო სასტიკი იქნება.

მერკელის განმარტებით, Covid19-ის შემთხვევების მატება ცუდ პერიოდს დაემთხვევა და მასთან გამკლავება მთელი ზამთარი მოგვიწევს.

„ისევე როგორც ესპანური გრიპის შემთხვევაში, ჩვენ ასეც ველოდებოდით, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა უფრო სასტიკი იქნებოდა, თან ის დაემთხვა ძალიან ცუდ პერიოდს, ზამთრის თვეებს, რაც ნიშნავს, რომ მასთან გამკლავება მთელი ზამთარი მოგვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შესახებ კარგი სიახლეები გვაქვს, ეს ამ ზამთარში გავლენას ვერ იქონიებს და ამ ზამთარში შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს“, – განაცხადა მერკელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა