საქართველოში სიტუაცია იდეალურად ვერ, მაგრამ ბევრად უფრო უკეთსია, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდსიტუაცია იდეალურად ვერ, მაგრამ ბევრად უფრო უკეთსია, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში.
„მართვადში ვგულისხმობ იმას, რომ მიუხედავად შეფერხებებისა და მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მხრიდან ისმის შეწუხების მოტივები: კეთდება სატელეფონი ზარები, სოციალურ ქსელში მონაცემები ქვეყნდება, რომ სამედიცინო სამსახური ისე გამართულად ვერ ემსახურება, როგორც ეს იყო გაზაფხულზე და ზაფხულზე, სასწრაფოები იგვიანებენ „ონლაინ“ კლინიკები და ოჯახის ექიმები კონსულტაციებს აგვიანებენ, ზოგჯერ გვიანდება ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა და ხდება ევროპის ქვეყნებში. ე.ი. საქართველოში სიტუაცია კონტროლდება ბევრად უკეთ, ასეთი გადატვირთვის პირობებში, იდეალურად ვერ, მაგრამ ბევრად უფრო გამართულად და უკეთესად, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში, რომლის ჯანდაცვის სიტემა და რესურსი საქართველოსთან შედარებით მრავაჯერ უფრო დიდია. ამიტომ, საქართველოს საყვედური კი არ ეკუთვნის, პირიქით. ჩვენი უცხოელი პარტნიორები აღფრთოვანებას გამოხატავენ ქვეყნის ჯანდაცვის მესვეურებით და სახელისუფლებო ვერტიკალით, რომელიც ასეთი შეზღუდული რესურსების პირობებში ახერხებს უკეთ მართვას, ვიდრე ამას აკეთებენ ევროპის წამყვანი ქვეყნები. ჩვენთან შეიძლება მოხდეს შეფერხება რამდენიმე საათით ტესტირებაში, კონსულტირებაში, ჰოსპიტალიზაციაში მაქსიმუმ 1-2 დღით. იქ, კი შეფერხებები რამდენიმე საათით და 1-2 დღით ჩვეულებრივი ამბავია. იქ შეფერხებები რამდენიმე კვირით ხდებოდა და ავადმყოფები რჩებოდნენ სამედიცინო მომსახურების გარეშე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
წყარო:newposts.ge