თეგებით ძიება

პირველი შეხვედრა "გაყალბებული არჩევნების" შემდეგ - ოპოზიციისა და "ოცნების" წარმომადგენლები აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ერთმანეთს ხვდებიან

ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" ლიდერები შერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ.
შეხვედრას ესწრება ევროკავშირის ელჩიც. მმართველი პარტიიდან აუდიენციას არჩილ თალაკვაძე ესწრება. "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძე, "ევროპული საქართველოდან" დავით ბაქრაძე, "პატრიოტა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი და "ლეიბორისტული" პარტიიდან შალვა ნათელაშვილი.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდმა არჩევნები გააყალბა და შეხვედრაზე ამის შესახებ აპირებენ საუბარს.

"ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ეს არ არის სიახლე, ჩვენ ვაწვდით მათ ინფორმაციას საარჩევნო დარღვევების შესახებ, ასევე არჩევნების შემდგომ არ გაგვიწყვეტია ეს კომუნიკაცია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორმა გაიგოს - საქართველოში არჩევნები გაყალბდა ტოტალურად და სამარცხვინოდ და ასეთი რამ არასდროს უნდა განმეორდეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ჩვენი პარტიის პოზიცია არის ძალიან მკაფიო - ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში", - აცხადებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა