აქ ვიქნებით მანამ, სანამ კომპანია რიონის ხეობას არ დატოვებს - პროტესტის მე-19 დღე ნამახვანში
მე-19 დღეა , რაც უწყვეტი აქცია მიმდინარეობს წყალტუბოს რაიონში, გიგანტური ჰესის მშენებლობის ადგილზე. რეგიონის მოსახლეობა, გიგანტური კასკადის მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ჰესის აშენების შემდეგ 1000 ჰექტარი ფართობი წყლით დაიფარება, ჯებირის დაზიანების შემთხვევაში კი 18 მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები წყლით დაიფარება.
ადგილობრივებმაა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა რკინის ჯაჭვით გადაკეტეს და დილიდან სატვირთო ავტომობილებს გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.
წყარო:newposts.ge