ხვრინვა - ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა - 5 გამოცდილი ხერხი როგორ გავთავისუფლდეთ მისგან
სტატისტიკის თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის 45% ძილში პერიოდულად ხვრინავს, ხოლო 25% - მუდმივად, რითაც გარშემომყოფებს ღამის მყუდროებას ურღვევს.
ამასთან, დისკომფორტს მხოლოდ ახლობელი ადამიანები კი არა, ის ადამიანიც განიცდის, რომელიც ხვრინავს, რადგან ხვრინვა ღამის აპნოეს მთავარი სიმპტომია, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ღამის აპნოე – ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც რაღაც დროით წყდება სუნთქვითი ფუნქცია, შედეგად მცირდება ტვინში ჟანგბადის მიწოდება, რის გამოც ადამიანი ნაწილობრივ ფხიზლდება. შეფხიზლების დროს კუნთების ტონუსი აღდგება და სუნთქვა ნორმალიზდება. ასეთი სინდრომი შესაძოა გამეორდეს 10-15 ჯერ საათში, რიგ შემთხვევებში კი ყოველ წუთს. ძილისმიერ აპნოეს, როგორც წესი ახლავს ძლიერი ხვრინვა და ღრმა ჩასუნთქვების სერია.
თავად სუნთქვის შეჩერებები არ არის სასიკვდილოდ საშიში, რასაც ვერ ვიტყვით იმ პროცესებზე რასაც ის “რთავს”. ამ მდგომარეობის შედეგები, თუკი სუნთქვის გაჩერება გრძელდება 10 წამს, საკმაოდ სერიოზულია რადგან იწვევს ჰიპოქსიას ანუ ჟანგბადის უკმარისობას.
ძლიერი ხვრინვის მიზეზები და სიმპტომები
ხვრინვა სხვა არაფერია თუ არა ფილტვების ჰიპერვენტილაცია, რა დროსაც ხახის რბილი ქსოვილების მოძრაობა სასუნთქ გზებს ავიწროებს. ეს თავის მხრივ, ართულებს ჰაერის გავლას და ადამიანი იწყებს ყველასთვის საძულველი ხმების გამოცემას.
პრობლემას სწორად რომ გავუმკლავდეთ, უნდა დავადგინოთ:
• ძლიერი ხვრინვის მიზეზები
• დაავადებების სიმპტომები, რომლებიც მას იწვევს.
მწვავე ხვრინვის მიზეზებია:
ძილის არასწორი მდგომარეობა - ხშირად ხვრინვა იწყება, როდესაც ადამიანს ზურგზე სძინავს. ეს პოზა ხელს უწყობს ფილტვების ჰიპერვენტილაციას, თუმცა პრობლემის გადასაჭრელად, მძინარე ადამიანის გადაბრუნება საკმარისია.
სიმსუქნე - ყელში რბილი ქსოვილების სიჭარბე ჰაერის მოძრაობას ართულებს. ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ჭარბი წონის მოშორებით არის შესაძლებელი.
ალკოჰოლის მოხმარება - ალკოჰოლი ყელის კუნთებს ადუნებს, ამ შემთხვევაში კი ხვრინვა გარდაუვალია. პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია საღამოს საათებში ალკოჰოლზე უარი თქმით.
ორგანიზმის თავისებურებები - ვიწრო სასუნთქი გზები, ცხვირის ძგიდის გამრუდება ადა ა.შ. შეიძლება ხვრინვის მიზეზი გახდეს. ამ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ქირურგიული ოპერაციის საშუალებით და ზედმეტი რბილი ქსოვილების მოცილებით არის შესაძლებელი.
სხვადასხვა დაავადებების არსებობა მიზეზთა შორის ყველაზე სერიოზულია, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლას.
სიმპტომები, რომლებიც მწვავე ხვრინვას ახლავს
ხვრინვა შეიძლება იყოს როგორც დაავადების შედეგი, ასევე დაავადებების მაუწყებელი და მასზე დაკვირვებით შესაძლებელია დიაგნოსტირება:
• გაციება ან ალერგია, რასაც თან ახლავს ცხვირიდან გამონადენი,
• ტონზილიტი ან ადენოიდები,
• ინფექციური მონონუკლეოზი,
• ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი,
• კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები.
ჩვენი რჩევაა, თუ ხვრინვა დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებთ, გამოცდილ სპეციალისტს დაუკავშირდით.
აპნოე - ძლიერი ხვრინვა, როგორც ინსულტის მაუწყებელი
ყველაზე ხშირად ხვრინვა მიუთითებს ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომზე. ამ დაავადების ამოცნობა ძნელი არაა - მხვრინავი ადამიანი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმდება და შემდეგ კიდევ უფრო ხმამაღლა იწყებს ხვრინვას. ამის მიზეზია პირის ღრუსა და ხახის კუნთების გადაბმა, რაც იწვევს სუნთქვის გაჩერებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველ ღამე 500 – მდე 10 წამიანი სუნთქვის გაჩერება ფიქსირდება, გამოდის, რომ ღამით აპნოეთი დაავადებული ადამიანის სუნთქვა ორ საათამდე ან მეტ ხანს წყდება.
ობსტრუქციული აპნოეს ძირითადი სიმპტომებია:
• ძლიერი ხვრინვა,
• წყვეტილი სუნთქვა ძილის დროს,
• მაღალი წნევა,
• დღის განმავლობაში მოდუნება და ძილიანობა
• ცუდი მეხსიერება, გაღიზიანება, ყურადღების დაბალი კონცენტრაცია.
აპნოეს ვერაგობა იმაში მდგომარეობს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებებს იწვევს. პაციენტთა უმეტესობას აქვს მაღალი წნევა, რაც ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
აპნოესთან ბრძოლა შესაძლებელია. ამისათვის არსებობს სპეციალური აპარატი, რომელიც ძილის დროს ჰაერს აწვდის.
ძლიერ ხვრინვასთან ბრძოლის მეთოდები და პროფილაქტიკური ზომები
ძლიერ ხვრინვასთან გამკლავების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ისინი გამოიყენება იმის მიხედვით, თუ რა იწვევს ხვრინვას.
ოპერაცია, რომელიც პირის ღრუსა და ყელის რბილი ქსოვილების გასწორების საშუალებას იძლევა ისე, რომ სასუნთქი გზები არ გადაკეტონ. ლაზერული ქირურგია და სომნოპლასტიკა უფრო ძვირი ოპერაციებია. პირველ შემთხვევაში, ლაზერი გამოიყენება, მეორეში, რადიოტალღები.
ხვრინვის საწინააღმდეგო პლასტირი, რომელიც ხელს უწყობს ცხვირის ნესტოების გაფართოებას და ჰაერის მოძრაობას.
სპეციალური აპარატები,რომლებსაც ირჩევს ექიმს ხვრინვის მიზეზის დადგენის შემდეგ შეარჩევს.
ბუტეიკოს მეთოდი, რომელიც რესპირატორული ფუნქციის ჰარმონიზაციას ემყარება.
სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც ცხვირ-ხახის კუნთებს აძლიერებენ: ამოძრავეთ ყბა წინ და უკან 30 – ჯერ.
გამოყავით ენა რაც შეიძლება წინ, სანამ არ იგრძნობთ ენის ძირში კუნთების დაძაბვას. ამის შემდეგ ეცადეთ ენა მაქსიმალურად უკან, ყელში გადაიტანოთ. თითოეული ვარჯიში შეასრულეთ 30 ჯერ.
პროფილაქტიკური ზომები ხვრინვის თავიდან ასაცილებლად
საღამოს, ძილის წინ, ყელში მარილიანი წყალი გამოივლეთ.
ძილის დროს, გვერდზე იწექით.
უარი თქვით საღამოს ალკოჰოლის დალევაზე.
არ მიიღოთ საკვები ღამის საათებში.
ძილის წინ მოერიდეთ დამამშვიდებელ და ანტიჰისტამინური საშუალებების მიღებას.
და ყველაზე მნიშვნელოვანი - დროულად მიაკითხეთ ექიმს. მწვავე ხვრინვა მიუთითებს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე, რომლებიც სპეციალურ სამედიცინო დახმარებას ითხოვს. გახსოვდეთ, მას არა მხოლოდ ბედნიერი ოჯახის დანგრევა, არამედ გულის გაჩერებაც შეუძლია.