რასაც საჯაროდ ვამბობთ, იმას ვამბობთ ელჩებთანაც - გიგი უგულავა
„პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" გიგი უგულავამ განმარტა, რომ მოლაპარაკებების მიუხედავად, შაბათს, 14 ნოემბერს საპროტესტო აქცია მაინც ჩატარდება.
\'\'ევროპული საქართველოს\'\' ლიდერის განცხადებით, ელჩებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძისთვის ოპოზიციის პოზიცია ახალი არ ყოფილა.
უგულავას თქმით, ახალი მხოლოდ ის არის, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების პროცესში შემოვიდა.
“არ არს დაფარული, რაც არა გაცხადდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, არც დაფარული არის რაიმე და არც რაიმეს გაცხადება არ სჭირდება. რასაც საჯაროდ ვამბობთ, იმას ვამბობთ ელჩებთანაც. რა გგონიათ, გარეთ სხვას ვლაპარაკობთ და შიგნით სხვას?!კომპრომისი რაში შეიძლება იყოს?! ჩვენი პოზიცია ვუთხარით. გუშინდელ და დღევანდელ დღეს შორის განსხვავება ფორმაშია. იმის გამო, რომ შუაში ელჩები სხედან და იმის გამო, რომ ბატონმა თალაკვაძემ ინება და მობრძანდა, უკვე საუბრის ფორმა მისცა, მან მოისმინა სრულიად ოპოზიციის პოზიცია და ჩაიწერა. რა არ იცოდა? ყოველდღე ესმის ფანჯრების ქვემოდან შეძახილი. ახალი არის პროცესი, რომელშიც ხელისუფლება შემოვიდა. რითი დამთავრდება, ვერ გეტყვით“,-განაცხადა უგულავამ.