თეგებით ძიება

რატომ უნდა მივიღოთ კივი რაც შეიძლება ხშირად და რატომ უწოდებენ მას \'\'ვიტამინების საბადოს“?

კივი ვიტამინების ნამდვილი საბადოა. ის აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ეხმარება ორგანიზმს გაციების დროს და ებრძვის სტრესს. კივი მხოლოდ ხილი არ არის, ის რევმატიზმის, სიმსივნური დაავადებების და ადრეული გაჭაღარავების საწინააღმდეგო გემრიელი საშუალებაა.


კივის ნაყოფი შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს, როგორიცაა B1, B2, B3, B9, B6, C, E . გარდა ამისა, კივი შეიცავს ორგანულ მჟავებს, შაქარს, ფლავონიდებს. მინერალებიდან კი ის ფოსფორით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინითა და ანტიოქსიდებითაა მდიდარი.

- მისი ხშირად მიღება აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ძალების აღდგენას. მასში არსებული ანტიოქსიდანტები კი ებრძვიან სიბერის უჯრედებს და ამავდროულად ამცირებენ კიბოს წარმოქმნის რისკებს.

- უწყობს ხელს წონაში დაკლებას. არის დაბალკალორიული. კივი შეიცავს ისეთ მინერალებს, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ააქტიურებს ცხიმების დაწვის პროცესს. ის ასევე წვავს ცხიმს სისხლში, რაც ამცირებს თრომბის გაჩენის რისკს. დადგენილია, რომ მას ასპირინის თვისებები აქვს.

- მისი რეგულარული მიღება ხელს უშლის ვირუსული დაავადებების განვითარებას და კარგი საშუალებაა გაციების წინააღმდეგ. C ვიტამინი კივიში გაცილებით მეტია, ვიდრე ფორთოხალში. ამიტომაც კივი ფორთოხალზე უკეთ იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან და ამაღლებს იმუნიტეტს.

- აუმჯობესებს განწყობას და ებრძვის დეპრესიას.

- აწესრიგებს არტერიულ წნევას, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

- კივის მოხმარება ასევე აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. მასში შემავალი С და Е ვიტამინი, უნარჩუნებს კანს სილამაზეს. მის ნიღაბს გამათეთრებელი და დამატენიანებელი ფუნქცია აქვს.

- სასარგებლოა ფეხმძიმეებისათვის. ორსულებმა რეკომენდირებულია მიიღონ მინიმუმ ერთი ცალი კივი დღეში. მასში შემავალი ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის სათანადო ფორმირების ჩამოყალიბებაში და აკაჟებს დედას. ეს მჟავა ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას, ებრძვის თვალის სხვადასხვა დაავადებებს და ამაგრებს ძვლებს.

ამდენი სიკეთის მიუხედავად, კივის უკუჩვენებებიც გააჩნია.

ესენია:

- ალერგია
- კუჭ-ნაწლავის დაავადებები და მომატებული მგრძნობელობა
- სიფრთხილით უნდა მოეკიდოტ ლაქტაციის პერიოდში, რადგან შესაძლოა ახალშობილს აწყინოს.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა