თეგებით ძიება

დიალოგისა და შეთანხმებისთვის კარი კვლავ ღიაა - არჩილ თალაკვაძე


პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეეებს შორის დიალოგის რეჟიმი არ დასრულებულა.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძემ არ დააკონკრეტა, რა საკითხებზე იმსჯელეს შეხვედრაზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგისთვის კარი ღიაა.


„დიალოგი არ დასრულებულა. დიალოგისა და შეთანხმებისთვის კარი კვლავ ღიაა. ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ. როგორც იცით, გვაქვს შეთანხმება, რომ მოლაპარაკებების დეტალებს არ ვასაჯაროებთ. შესაბამისად, ამაზე დეტალურ კომენტარებს ვერ გავაკეთებთ, რადგან ვალდებული ვართ, ეს პირობა დავიცვათ. საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნება, როგორც კი ეს შეთანხმება მოხდება. არჩევნები ჩატარებულია, ჩვენ ახლა ვართ პოლიტიკურ დიალოგში, რათა შევთანხმდეთ იმაზე, როგორ გავაგრძელოთ თანამშრომლობა და როგორ უზრუნველვყოთ ის, რომ ქვეყნის პარლამენტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.


წყარო 1TV.GE


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა