თეგებით ძიება

ერთადერთი გამოსავალია, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს - ირმა ინაშვილი

კარგი იქნება, რომ შევთანხმდეთ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ესაა ჩვენი პარტიის პოზიცია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

„დეტალებზე ახლა არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ პროცესი გრძელდება, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, რომ შევთანხმდეთ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ესაა ჩვენი პარტიის პოზიცია. ტელეეთერებიდან მოვისმინეთ ინიციატივა გადათვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი პარტია ამას მხარს არ უჭერს. უკვე შეასწორეს, რაც შესასწორებელი ჰქონდათ. ყუთები და ბეჭდები „ქართული ოცნების“ ხელში იყო და ახლა უხეშად ჩასწორებული ოქმების გადათვლა გამოსავლად არ მიმაჩნია. ერთადერთი გამოსავალია, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს“, - განაცხადა ინაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა