თეგებით ძიება

ტრაგიკული შეცდომა- მთვრალმა ექიმმა საკეისრო კვეთის დროს პაციენტს საყლაპავი მილი დაუხშო და მოკლა

ბელგიელი ექიმი ბრიტანელი ორსულის მკვლელობის ბრალდებით მას შემდეგ დააპატიმრეს, როცა მან საკეისრო კვეთის დროს შეცდომით, პაციენტს საყლაპავი მილი გაუჭრა და სასუნთქი მილი ჩაუყენა. როგორც გაირკვა, ექიმი ოპერაციის მსვლელობის დროს მთვრალი აღმოჩნდა.

51 წლის ჰელგა ვაუტერსს სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთ მიუსაჯა. დამნაშავეს აგრეთვე აუკრძალეს მომავალში პროფესიული საქმის განხორციელება და ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს.

ოპერაციის განმავლობაში 28 წლის ექსენტია ჰოუკს იმის გამო, რომ ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა გული გაუჩერდა და გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი კი გადარჩა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაუტერსმა სავენტილაციო მილის საყლაპავში ჩაყენებით, პაციენტს ჰაერის მიწოდება შეუზღუდა. გამომძიებელთა დასკვნით, ოპერაციის დღეს ექიმი არყით იყო გაბრუებული.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა