ფრთხილად! - თითი, რომლითაც ბეჭედს ატარებთ, თქვენს კარმას და ბედს განსაზღვრავს
იშვიათია ქალი, რომელსაც სამკაულების ტარება არ იზიდავს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ თითი, რომლითაც ბეჭედს ატარებთ, თქვენს კარმას და ბედს განსაზღვრავს.
მაგალითად, მარცხენა და მარჯვენა ხელი ერთმანეთისგან მხოლოდ სხვადასხვა ფუნქციების შესრულების უნარით არ განსხვავდება. მარჯვენა ხელი მამაკაცური და აქტიურია და ამ ხელზე სამკაულის ტარება ცხოვრების გარკვეული სფეროების ან ასპექტების გააქტიურებაში გვეხმარება. მარცხენა ხელი ქალური და პასიურია. ამ ხელზე სამკაულის ტარებამ შეიძლება გარკვეული ენერგიებისა და სიტუაციებისგან დაგვიცვას.
გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ლითონებსაც - ოქრო, როგორც აქტიური ლითონი ააქტიურებს ენერგიას, ვერცხლი კი იცავს.
ვნახოთ, რა მნიშვნელობა აქვს ბეჭდის ამა თუ იმ თითზე გაკეთებას.
ცერა თითი თავის სიმბოლოა.
მარჯვენა ხელის ცერა თითი პასუხისმგებელია ლოგიკასა და მამაკაცურ გონებაზე. თუ ეს თვისებები გაკლიათ, შეგიძლიათ ცერა თითზე ოქროს სამკაული გაიკეთოთ, რომელსაც კაშკაშა წითელი, ნარინჯისფერი ან ყვითელი ქვა ამშვენებს.
თუ, პირიქით, პრაგმატიზმის განეიტრალება გსურთ, მაშინ ცერა თითზე ცივი ფერის ქვიანი ვერცხლის სამკაული გაიკეთეთ. ეს ინტუიციის განმტკიცებაში და სულიერ განვითარებაში დაგეხმარებათ.
ოქროს ბეჭედი მარცხენა ხელის ცერა თითზე ინტუიციური ცოდნის განხორციელებაში დაგეხმარებათ. მკვეთრად გაიზრდება აღიარებისა და მატერიალური სარგებლის მიღების შანსი.
საჩვენებელი თითი ჩვენი ეგო და ჩვენი ძალაა.
რატომა უსიამოვნო, როცა ვიღაც ჩვენსკენ თითს იშვერს? იმიტომ, რომ ის ენერგიის მძლავრ ნაკადს ჩვენსკენ მომართავს. ადამიანისკენ თითის გაშვერით შესაძლოა, დაირღვეს მისი აურა და პირადი სივრცე. სწორედ ეს იწვევს დისკომფორტს.
თუ ადამიანისკენ თითის გაშვერა ჩვევად გექცათ და თავს ვერ აკონტროლებთ, უმჯობესია ნეიტრალური ენერგია შეარბილოთ, რადგან კარმის კანონით, ადრე თუ გვიან ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ. თუ საჩვენებელ თითზე ცივი ქვებით შემკულ ვერცხლის სამკაულს გაიკეთებთ, ვერცხლი უარყოფით ენერგიას გაანეიტრალებს.
სხვისკენ თითის გაშვერის მოყვარულებო, ატარეთ ვერცხლი მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე. ამით თქვენ დააზღვევთ ადამიანებს თქვენი გაუცნობიერებელი მოქმედებებისგან.
საჩვენებელ თითზე ოქროს სამკაულის ტარებას უნდა ერიდოთ. ზეცისკენ აწეული საჩვენებელი თითი ანტენის მსგავსად გვაკავშირებს ღვთიურთან (ყურადღება მიაქციეთ წმინდანთა ხატებს). თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ცისკენ მიმართეთ, კითხვა დასვით და პასუხი მოვა.
შუა თითი
მარჯვენა ხელის შუა თითზე სამკაულების ტარება განსაკუთრებული მოვლენაა. ის კარმული პროგრამების გააქტიურებას და ბედის სიურპრიზებს იწვევს, რამაც შეიძლება სუსტი ადამიანი გატეხოს, ხოლო ძლიერი უფრო გააძლიეროს. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ გამოცდას გაუძლებთ, უმჯობესია მარჯვენა ხელის შუა თითზე სამკაულის ტარებას ერიდოთ.
მარცხენა ხელის შუა თითი, პირიქით, ხელს უწყობს მკვეთრი კარმული კუთხეების შერბილებას, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს ვერცხლი. თვლიანი სამკაულის შემთხვევაში, ცივი ფერის ქვები.
არათითი
არათითი პასუხისმგებელია წარმატებაზე, ოჯახზე, სიყვარულზე, საზოგადოებაში რეალიზებაზე. მარჯვენა ხელის არათითზე აუცილებლად ოქროს სამკაული უნდა ატაროთ, რომ ყველა ეს სფერო გაააქტიუროთ.
რომელ თითზე გავიკეთოთ საქორწილო ბეჭედი?
როგორც წესი, საქორწინო ბეჭედს მარჯვენა ხელის არათითზე იკეთებენ. ქორწილში ბეჭდების გაცვლის ენერგეტიკული მნიშვნელობა ღვთაებრივი ენერგიების გაერთიანებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ოქროს ბეჭდები უფრო ხელსაყრელია. ისინი ქორწინებაში აქტიურ ურთიერთობებს უზრუნველყოფენ.
ვერცხლის საქორწილო ბეჭედი ადამიანს ურთიერთობაში პასიურს და ეგოისტურს ხდის. ის ნაკლებს გასცემს, მაგრამ მეტ ზრუნვას და სიყვარულს მოითხოვს.
განქორწინების შემთხვევაში, ყოფილ პარტნიორს ბეჭედი ხელიდან ხელში უნდა დაუბრუნოთ, რაც ორივე მხარეს თავისუფლებას მიანიჭებს, ან ბეჭედი მარცხენა ხელის არათითზე უნდა გადაიტანოთ. თუ ასე არ მოიქეცით, შეიძლება პრობლემები შეგექმნათ.
მარცხენა ხელზე საქორწილო ბეჭდის ტარება ანეიტრალებს წინა ქორწინების ენერგიებს და ახალ პარტნიორთან სწრაფად შეხვედრის შესაძლებლობას იძლევა. უბრალოდ ყუთში ჩადება საკმარისი არაა, რადგან ენერგეტიკულად, უკვე შეწყვეტილი ქორწინების შემაკავებელ ფაქტორად მოგევლინებათ.
ნეკა თითი
ნეკა თითი განასახიერებს პრაქტიკულ გონებას, ინტუიციას და კომუნიკაბელურობას. სასურველია, რომ მარჯვენა ხელის ნეკა თითზე წითელქვიანი ოქროს სამკაული ატაროთ. ეს საშუალებას მოგცემთ განავითაროთ კომერციული უნარები და მარტივად დადოთ გარიგებები.
მარჯვენა ხელის ნეკა თითზე ვერცხლის მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ატაროთ, თუ აქტიური ცხოვრების წესით დაიღალეთ და შესვენება გჭირდებათ.
მარცხენა ხელის ნეკა თითი ძვირფასეულობის ტარების თვალსაზრისით საკმაოდ საშიშია. ამ თითზე ბეჭდის ტარება სასურველია მხოლოდ მათთვის, ვინც საზოგადოების დატოვებას და განდეგილივით ცხოვრებას გეგმავს.
და ბოლოს, მარტივი წესების დაცვით, თქვენ შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში აუცილებელი ენერგიები გააქტიუროთ და შეამციროთ ნეგატიური ენერგიების ზემოქმედება.