თეგებით ძიება

ახალი კვლევა - მწარე წიწაკის ხშირი ჭამა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელმა მეცნიერებმა აშშ-ში, იტალიაში, ჩინეთსა და ირანში მცხოვრები 570 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობისა და დიეტური ჩვევების შესახებ მონაცემები შეისწავლეს.

კვლევის თანახმად, რომელიც ამერიკის კარდეოლოგთა ასოციაციის (ANA) სესიაზე წარადგინეს, მწარე წიწაკის მოყვარულებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან კიბოსგან სიკვდილის რისკი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე დანარჩენებში.

წინა კვლევებმა უკვე დაადასტურა მწარე წიწაკის (ჩილი) ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება, ხოლო მისი მთავარი კომპონენტი კაპსაიცინი სისხლში გლუკოზის დონეს აწესრიგებს.

იმის დასადგენად, რა გავლენას ახდენს წიწაკის რეგულარული მოხმარება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, მეცნიერებმა წამყვანი სამეცნიერო მონაცემთა ბაზების: Ovid, Cochrane, Medline, Embase და Scopus 4,729 მონაცემი შეისწავლეს.

საბოლოოდ, მეცნიერებმა მოიპოვეს 570 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობისა და დიეტური ჩვევების შესახებ მონაცემები. მათ შორის იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ჩილის რეგულარულად მოიხმარდნენ და ისეთებიც, ვინც საერთოდ არ მოიხმარდა ან ძალიან იშვიათად.

ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც მწარე წიწაკას რეგულარულად მიირთმევდნენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის რისკი 26% -ით ნაკლები იყო, ხოლო კიბოთი სიკვდილის რისკი 23% -ით ნაკლები.

Cleveland Clinic Heart -ის მკვლევარები დოქტორი ბო სიუს ხელმძღვანელობით ამტკიცებენ, რომ ცხარე საკვების სიყვარული სიკვდილის რისკს ამცირებს, მაგრამ ამ პროცესის ზუსტი მექანიზმები ჯერ დადგენილი არაა და წინასწარი შედეგების დადასტურება დამატებით კვლევებს საჭიროებს.

წიწაკა (Capsicum) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბუჩქბალახია. კულტურაში გვხვდება ოთხი სახეობა. მათგან ევრაზიაში ფართოდაა გავრცელებული მექსიკური წიწაკა (Capsicum annuum), ანუ მწარე წიწაკა.

მწარე წიწაკის სახეობაა წითელი წიწაკა, ანუ ჩილი chilli (აცტეკების ენიდან ითარგმნება, როგორც წითელი).

წიწაკის სამშობლოა ტროპიკული ამერიკა. მისი კულტივირება ევროპელების ამერიკაში ჩასვლამდე დიდი ხნით ადრე, დაახლოებით 6 ათასი წლის წინ მოხდა. ამაზე პერუს სამარხები მეტყველებს. ამჟამად წითელი წიწაკა ბევრგან მოჰყავთ, ძირითადად, ტროპიკულ ქვეყნებში, ყველაზე მეტი კი – ინდოეთსა და ტაილანდში.
წიწაკის ყველა სახეობა შეიცავს შაქარს, ცილებს, ცხიმებს, ეთერზეთებს, დიდი რაოდენობით უჯრედისს. ის მდიდარია ვიტამინებით А, С, Р, В, В1, В2, ასევე კალიუმითა და მანგანუმით.

მწიფე, წითელი წიწაკა ექვსჯერ მეტ С-ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი, ასევე, ბევრად მეტია А-ვიტამინის შემცველობა, ვიდრე სტაფილოში.
მწარე წიწაკა მკურნალობს შინაგან ანთებით პროცესებს და ანადგურებს ავთვისებიან უჯრედებს. მას იყენებენ მიოზიტების, რევმატიზმის, პოლიართრიტის, პოდაგრის, ზედა სასუნთქი გზების კატარისა და სხვა დაავადებების დროს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა