თეგებით ძიება

10 მიზეზი, რატომ უნდა ვჭამოთ ბროწეული

ამაღლებს ჰემოგლობინს

ბროწეულის ყველაზე ცნობილი თვისება ანემიასთან ბრძოლაა. სისხლნაკლებობისას მიიღეთ წყლით გაზავებული 0,5 ჭიქა ბროწეულის წვენი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.

ჭიების საწინააღმდეგოდ

მწიფე ბროწეულის

კანი (ქერქი) შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აქტიურად ებრძვიან ჭიებს. ამისთვის 40-50 გრამ დაქუცმაცებულ ბროწეულის კანს დაასხით 400 გრამი წყალი და გააჩერეთ ექვს საათს. შემდეგ ადუღეთ ნელ ცეცხლზე, სანამ ნახევარი სითხე არ აორთქლდება. გაგრილებული ნახარში გადაწურეთ და ერთი საათის განმავლობაში მცირე პორციებით სვით. ერთი საათის შემდეგ მიიღეთ კუჭის მოქმედების გასააქტიურებელი აბი, 4-5 საათის შემდეგ კი ოყნა გაიკეთეთ.

შველის დიარეას

ბროწეულის ქერქსა და ნაყოფს შემკვრელი თვისებები აქვთ, ამიტომ მათ აქტიურად იყენებენ ფაღარათის დროს. უფროსებმა უნდა მიიღონ ბროწეულის გამომშრალი და შემდეგ დაფხვნილი ქერქი - ერთი მწიკვი სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ბავშვებისთვის კი ამ მიზნით სასარგებლოა წყლით გაზავებული ახალგამოწურული ბროწეულის წვენი. ინფექციური დიარეის დროს ბროწეულის ქერქში შემავალი ნივთიერებები ეფექტურად ამცირებს დიზინტერიის ჩხირებისა და სხვა გამაღიზიანებლების გამრავლების რისკს.

პირის ღრუსა და ყელის დეზინფექციისთვის

ანგინისა და ფარინგიტის, ასევე, გინგივიტისა და სტომატიტის დროს ყელსა და პირის ღრუში ბროწეულის წვენს ან ქერქის ნახარშს ივლებენ. სათრიმლავი ნივთიერებები აყუჩებს ტკივილს, ორგანული მჟავები კი ინფექციას აქრობს.

ინსულინის შემცვლელი

ბროწეული ერთ-ერთია იმ მცირე ხილიდან, რომელიც არათუ დასაშვებია, სასარგებლოცაა დიაბეტიანებისთვის. ჭამამდე მიიღეთ 60 წვეთი ბროწეულის წვენი 4-ჯერ დღეში. მესამე დღეს უკვე იგრძნობთ, რომ სისხლში შაქრის დონე დაიწევს.

ანეიტრალებს რადიაციას

ბროწეულის წვენი რეკომენდებულია მათთვის, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია რადიოაქტიურ იზოტოპებთან ან ვისი საცხოვრებელი ადგილიც მომატებული რადიაციის ზონაში მდებარეობს.

კურნავს კანს

ცხიმიანი კანი, ფერიმჭამელები და ჩირქოვანი გამონაყარი გაქვთ? გაიკეთეთ ბროწეულის ნიღაბი: დანაყილი ბროწეულის ქერქი ოდნავ მოშუშეთ კარაქში ან ზეითუნის ზეთში. შეინახეთ მაცივარში და წაისვით კანზე მხოლოდ კვირაში ორჯერ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბროწეულის ქერქის ფხვნილით ეფექტურად კურნავენ დამწვრობებს, ნახეთქებსა და ნაკაწრებს.

ააქტიურებს ჰორმონებს

ბროწეულის კურკა შეიცავს ცხიმებს, რომლებიც ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს. ამიტომაც უარს ნუ იტყვით ბროწეულის კურკებზე, ისინი აუცილებლად უნდა მიირთვათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მტკივნეულად გადაგაქვთ მენსტრუალური ციკლი, თავის ტკივილები ან კლიმაქსი გაქვთ.

დაბლა წევს არტერიულ წნევას

ბროწეულის მარცვლები ხელს უწყობს არტერიული წნევის მოწესრიგებას. ამიტომ მათი ჭამა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის. გამხმარი აპკი კი, თუ მას ჩაიში დაამატებთ, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილს.

აქრობს ანთებას

სხვადასხვა (თირკმელები, ღვიძლი, ყურები და თვალები, სახსრები, გინეკოლოგიური ორგანოები) ანთებითი პროცესის დროს ბროწეულის ქერქის ნახარში დაგეხმარებათ: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და წყლის ორთქლზე 30 წუთი ადუღეთ. გადაწურეთ და დაუმატეთ ადუღებული წყალი იმდენი, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. მიიღეთ 50 გრამი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.


Marao


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა